სამეგრელოში ხანძართან ბრძოლა გრძელდება

© Sputnik / STRINGERხანძარი ყულევთან
ხანძარი ყულევთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძლიერი ქარის გამო ცეცხლის ჩაქრობა ჭირს. ვარაუდობენ, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზი შეიძლება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროს გამოჩენილი დაუდევრობა იყოს.

თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. მეხანძრე-მაშველები ხანძარს ებრძვიან წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაკიფუსა და ობუჯის ადმინისტრაციულ ერთეულში. ხანძარია მარტვილშიც, სალხინოს ტყეში, ცეცხლი ეკალ-ბარდებს უკიდია, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი.

სამეგრელოში ხანძრის ქრობა გრძელდება – დარჩა ათი კერა>>

სამეგრელოში გუშინ დღის განმავლობაში ხანძრის ათეულობით კერა დაფიქსირდა. თავდაპირველად ხანძარი ეკალბარდებს გაუჩნდა, თუმცა ძლიერი ქარის გამო ცეცხლი მალევე სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე გავრცელდა.

ხანძრის ქრობა - Sputnik საქართველო
ონის რაიონში ხანძარია

ბოლო მონაცემებით, დამწვარია დაახლოებით 30 ჰა ფართობი. დარჩენილ კერებზე ხანძრის ლოკალიზება მიმდინარეობს, თუმცა სამუშაოებს ძლიერი ქარი აფერხებს.

ამ ეტაპზე ცეცხლის მოსახლეობამდე გავრცელების საშიშიროება არ არსებობს.

ვარაუდობენ, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზი შეიძლება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროს გამოჩენილი დაუდევრობა იყოს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. „დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი... მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე", – აღნიშნავენ უწყებაში.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0