ონის რაიონში ხანძარია

© Government of Georgiaხანძრის ქრობა
ხანძრის ქრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხანძარი რაჭაში გუშინ გაჩნდა. ამ დროისათვის ადგილზე მობილიზებულია 45 მეხანძრე-მაშველი. ცეცხლი, პირველადი შეფასებით, 4 ჰექტარზე მეტ ფართობზეა გავრცელებული.

თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში გუშინ გაჩენილ ხანძარს მეხანძრე-მაშველები ამ დრომდე აქრობენ, იუწყება ონის მუნიციპალიტეტის მერია.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია 45 მეხანძრე-მაშველი. ხანძრის გავრცელების არეალი, პირველადი შეფასებით, 4 ჰექტარზე მეტია.

ხანძარი სამეგრელოში - Sputnik საქართველო
სამეგრელოში ხანძრის ქრობა გრძელდება – დარჩა ათი კერა

სოფელ ონჭევის მიმდებარედ გაჩენილი ხანძრის კერების ლოკალიზება მეხანძრეებმა გუშინ საღამოსვე მოახერხეს, თუმცა ძლიერი ქარის გამო დღეს, გამთენიისას სოფელ წოლის მიმდებარედ უკვე ახალი კერები გაჩნდა.

მერიის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან რეგიონისა და ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები.

მეხანძრე-მაშველები ხანძარს რაჭის გარდა საქართველოს კიდევ ერთ რეგიონში - სამეგრელოში ებრძვიან. ამ ეტაპზე 40 აქტიური მინდვრის ხანძრიდან უმეტესობა – 28 კერა ლიკვიდირებულია, ლოკალიზებულია ორი. ამ დროისათვის დარჩენილია 10 კერა, რომლებზეც მეხანძრე-მაშველები აგრძელებენ სალიკვიდაციო სამუშაოებს.

ყველა ახალი ამბავი
0