თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში ძლიერი ხანძარია, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი.
გავრცელებული ინფორმაციით, სოფლებში ჯუმში, ნარაზენსა და დავითიანში იწვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტერიტორიები, სადაც კერძო მესაკუთრეთა თხილნარი და მოცვის პლანტაციებია გაშენებული.
თავდაპირველად ხანძარი ეკალბარდებს გაუჩნდა, თუმცა ძლიერი ქარის გამო ხანძარი გადავიდა კერძო სექტორში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, სამივე ლოკაციაზე მობილიზებულია სახანძრო–სამაშველო ბრიგადები. პრევენციისა და დახმარების მიზნით გურიიდან, აჭარიდან და იმერეთიდან ხდება დამატებითი ძალების და სახანძრო ტექნიკის მობილიზება.
ნიკა ლატარია
თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. თიანეთიდან 29 კილომეტრში 3,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
მიწისქვეშა ბიძგები 04:12 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 8 კმ სიღრმეში მდებარეობდა.
ინფორმაცია ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.
ეს ბოლო 24 საათში მეორე მიწისძვრაა საქართველოში. გუშინ 3,2 მაგნიტუდის მიწისძვრა წალკიდან 16 კილომეტრში, სოფელ მამიშლართან მოხდა.
თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. დღეს, დილით საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მისი ეპიცენტრი წალკასთან მდებარეობდა, იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრა, რომელიც 24 იანვარს 21:58 საათზე წალკიდან 16 კილომეტრში, სოფელ მამიშლართან მოხდა, 3,2 მაგნიტუდის სიძლიერისა იყო. მისი კერა 12 კმ სიღრმეზე მდებარეობდა.
ნგრევისა და სხვა დაზიანებების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 298-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 253.816-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 243.396 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.311), გარდაიცვალა – 3.071 (ბოლო 24 საათში – 16), კარანტინის რეჟიმშია 515, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.223პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 402 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 6.868 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 2.686, PCR ტესტით – 4.182.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 6868, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 2.686, PCR ტესტით - 4.182
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა