წალენჯიხაში ტყის ხანძარი ლიკვიდირებულია

© AP Photo / Noah Bergerმეხანძრეები ცეცხლთან ბრძოლაში
მეხანძრეები ცეცხლთან ბრძოლაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
წალენჯიხის სოფლებში ცეცხლის კერები გუშინ გაჩნდა. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მეხანჯრე-მაშველთა ჯგუფები მუშაობდნენ.

თბილისი, 3 იანვარი - Sputnik. წალენჯიხის სოფლებში, სქურსა და მედანში, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

მეხანძრეები ტყის ხანძარს აქრობენ - Sputnik საქართველო
წალენჯიხაში ტყის ხანძარი ლოკალიზებულია

სოფლებში ცეცხლის კერები გუშინ, საღამოს საათებში გაჩნდა. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყო მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი და ტექნიკა.

სოფელ მედანში ცეცხლის მოსახლეობაში გავრცელების გარკვეული საფრთხე არსებობდა, თუმცა მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება დროულად მოახდინეს.

სოფელ სქურში ქრობის სამუშაოებს რთული რელიეფი აფერხებდა, რის გამოც ცეცხლის კერამდე მისასვლელად მაშველები ქვეითად გადაადგილდებოდნენ. ხანძრის შედეგად დაახლოებით სამი ჰექტარი ფართობია დამწვარი.

ხანძრის გამომწვევ მიზეზად დაუდევრობას ასახელებენ.

ყველა ახალი ამბავი
0