გაზის ქურა

დიღმის მასივში 4 000 აბონენტი გაზის გარეშე დარჩა

84
(განახლებულია 16:45 03.01.2021)
გაზმომარაგება ავარიის გამო შეწყდა. მიმდინარეობს ინტენსიური სამუშჭაოები. გაზმომარაგება 20:00 საათამდე აღდგება, აცხადებენ კომპანიაში

თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. დიღმის მასივში 4 000 აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა, ინფორმაციას გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

„გაცნობებთ, რომ დიღმის მასივის 5-ე და 6-ე კვარტალის მოსახლეობას, 4000-მდე აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა. ამ ეტაპზე გაზმომარაგების დროულად აღსადგენად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, აბონენტებს გაზმომარაგება 20:00 საათამდე აღუდგება.

84
სატვირთოები ტრასაზე

ფონიჭალაში სომხური ნიშნებით მოძრავ სატვირთოებს ქვები დაუშინეს - შსს-მ საქმე აღძრა

36
საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები იკვლევენ ქვემო ფონიჭალას რაიონში სომხური ნომრებით მოძრავ სატვირთო მანქანებთან დაკავშირებული ინციდენტის გარემოებებს

თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. საქართველოში სომხეთის საელჩოს მონაცემებით, უცნობმა პირებმა საქართველოში, ქვემო ფონიჭალას რაიონში, სომხურ სატვირთო მანქანებს ქვები დაუშინეს, იუწყება Sputnik-სომხეთი.

25 იანვრის ღამით უცნობებმა სომხურ სატვირთოებს ქვები დაუშინეს. ინციდენტი ქვემო ფონიჭალაში მოხდა. შედეგად ზოგიერთ მანქანას საქარე და გვერდითა მინები დაემსხვრა.

უცნობები ადგილიდან მიიმალნენ, სატვირთოები კი საპატრულო პოლიციის თანხლებით საქართველო-სომხეთის საზღვრამდე მივიდნენ და შემდეგ გადაკვეთეს ის.

ინციდენტის გამო საქართველოს პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა 187-ე მუხლით.

შსს-ში არ ახმაურებენ მომხდარის დეტალებს და აცხადებენ, რომ ყველაფერს გამოძიება დაადგენს.

36
ნაგვის ურნა

ირაკლი ფანგანი: „თუ საჭირო იქნება, კიდევ გავაკეთებ ანალოგიურს“

33
საქართველოს პროკურატურამ საზოგადოებრივი მოძრაობა „ალტერნატივას“ აქტივისტ ბათუმში მომხდარი დევნის ფაქტზე ბრალდება პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნის მუხლით წარუდგინა.

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. საზოგადოებრივი მოძრაობა „ალტერნატივას“ აქტივისტი ირაკლი ფანფანი, რომელმაც  ბათუმში გამართულ აქციაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა, მიიჩნევს რომ მისი ქმედება გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება, იუწყება პირველი არხი.

პოლიციამ ფანგანი კვირას დააკავა. მან ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე 16-სართულიანი შენობის მშენებლობის წინააღმდეგ 23 იანვარს გამართულ აქციაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა.

აქციაზე დეპუტატის გამოჩენამ აქტივისტების გაღიზიანება გამოიწვია, რადგანაც ჩავლეიშვილი ერთადერთი ოპოზიციონერია, რომელმაც სადეპუტატო მანდატზე უარი არ განაცხადა.

„დიდ ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას იმისთვის, რომ ასეთი რამ მოხდა, მაგრამ როცა ჩავლეიშვილი გადის-გამოდის, ჩემს მეგობრებს, თანამებრძოლებს შეურაცხყოფას აყენებს, მეც ავიღე ნაგვის ურნა და დავახურე თავზე. თუ საჭირო იქნება, კიდევ გავაკეთებ ანალოგიურს. ამ ეტაპზე გამომიშვეს, ხვალ იქნება ჩემი სასამართლო. ჯერ არაფერი არ არის დამთავრებული, ხვალ გავიგებთ დანარჩენს“, - აღნიშნა ირაკლი ფანგანმა.

საქართველოს პროკურატურამ საზოგადოებრივი მოძრაობა „ალტერნატივას“ აქტივისტ ბათუმში მომხდარ ფაქტზე ბრალდება პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნის მუხლით წარუდგინა.

ირაკლი ფანგანი ბრალის წარდგენის შემდეგ გათავისუფლდა. უწყების განმარტებით, პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს. ფანგანისთვის აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო ხვალ გამოიტანს.

დღესვე ბათუმში საზოგადოებრივი მოძრაობა „ალტერნატივის“ აქტივისტის გათავისუფლების მოთხოვნით  საპროტესტო აქცია  აჭარის პოლიციის სამმართველოსთან გაიმართა.

აქციის მონაწილეები, რომელთა შორისაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იყვნენ, აცხადებენ, რომ ხელისუფლება ფანგანთან მიმართებით შერჩევით სამართალს იყენებს.

ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა მომხდარ ფაქტს ამაზრზენი უწოდა. მომხდარს გაემიჯნენ ბათუმის აქციის ორგანიზატორები. სახალხო დამცველმა აღნიშნული ფაქტი დაგმო და ძალადობად შეაფასა.

33
ვალუტის გაცვლის პუნქტი

ლარის კურსი 26 იანვარს

0
(განახლებულია 17:53 25.01.2021)
წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0001 ლარით გამყარდა.

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,3043 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0001 ლარით გამყარდა.

ლარის კურსი 26 იანვარს
ლარის კურსი 26 იანვარს
0
თემები:
ლარის კურსი დღეს