მეხანძრეები ტყის ხანძარს აქრობენ

წალენჯიხაში ტყის ხანძარი ლოკალიზებულია

59
ხანძარი სოფელ სქურის ტყეში შაბათს საღამოს გაჩნდა. ცეცხლი ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარს უკიდია. მოსახლეობაში მისი გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურში ხანძრის ერთი კერა ლოკალიზებულია.

ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველთა 15 კაციანი ჯგუფი და მიმდინარეობს ცეცხლის მეორე კერის ქრობის სამუშაოები. მაშველები გადაადგილდებიან ფეხით, რადგან რთული გეოგრაფიული რელიეფი გამო შემთხვევის ადგილი მიუვალია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,  ხანძარი დაუსახლებელ პუნქტშია და მოსახლეობაში მისი გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

ხანძარი სქურის ტყეში გუშინ გაჩნდა.

დამწვარია დაახლოებით ნახევარი ჰა ფართობი.

ხანძრის გამომწვევ მიზეზად დაუდევრობა სახელდება.

 

ნიკა ლატარია

59
ღვთისმშობლის ტაძარი. 1896 წელი

გურიაში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი აღმოფხვრილია

23
(განახლებულია 21:22 15.01.2021)
მომხდარი იყო პროვოკაცია და სოფლის მოსახლეობამ ძველებურად ერთად ცხოვრება უნდა განაგრძოს, განაცხადეს შეხვედრის მონაწილეებმა.

თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მუსლიმი თემის, ქრისტიანებისა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის გაიმართა შეხვედრა, რომლის ფარგლებში, მონაწილეების თქმით, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა.

კონფლიქტი ბუკნარში იმის გამო დაიწყო, რომ ადგილობრივმა მუსლიმებმა ტრადიციული პარასკევის ლოცვის წასაკითხად კერძო სახლში სამლოცველოს მოწყობა გადაწყვიტეს. ამის გამო სოფელში გავრცელდა ხმა, რომ ბუკნარში მეჩეთის აშენებას აპირებენ, რამაც ადგილობრივ მართლმადიდებელთა უკმაყოფილება გამოიწვია.

შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მომხდარი იყო პროვოკაცია, მათ გასაყოფი არაფერი აქვთ და უწინდებურად ერთად ცხოვრება უნდა განაგრძონ.

„ინციდენტი, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, სრულად აღმოიფხვრა. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, მუსლიმები და მართლმადიდებელი ქრისტიანები აცხადებდნენ, ერთეული ადამიანების მიერ პროვოცირებულმა ფაქტმა მიიღო საკმაოდ მახინჯი განვრცობა და ეს დღეები იყო სამარცხვინო ფურცელი ჩვენი სოფლისთვის. დაპირისპირებულ მხარეებად წოდებულმა ადამიანებმა გაუცვალეს ერთმანეთს თავიანთი მოსაზრებები, კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ მათ გასაყოფი არაფერი აქვთ და გრძელდება მეგობრული თანაცხოვრება“, – განაცხადა პარლამენტის წევრმა ნინო წილოსანმა.

ორი დღის წინ მომხდარი პირველი დაპირისპირებისა და ჩხუბის შემდეგ სამი ადამიანი, მათ შორის ორი მოზარდი მუსლიმი თემიდან, საავადმყოფოში მოხვდა. პოლიციამ ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი დამნაშავე პირი დააკავა.

 

23
საპატრულო პოლიცია

თბილისის ზღვაზე მამაკაცი მოკლეს: დაკავებულია ერთი პირი

68
(განახლებულია 20:48 15.01.2021)
ბრალდებულმა მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაპირისპირებას წინ უძღოდა შელაპარაკება.

თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. თბილისში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 42 წლის მამაკაცი „ცხელ კვალზე“ დააკავეს. იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა თბილისის ზღვის მიმდებარედ არსებულ ერთ-ერთ საცხოვრებელ ვაგონში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 38 წლის მამაკაცს ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ცივი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს, ხოლო ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

68
ვაქცინაცია კორონავირუსზე მოსკოვში

კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა პარაგვაიში დაარეგისტრირეს

0
სამხრეთ ამერიკაში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეოპარატით უკვე იცრება არგენტინის, ბოლივიის, ვენესუელისა და ბრაზილიის მოსახლეობა

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. პარაგვაის ჯანდაცვის სამინისტრომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა „სპუტნიკV" დაარეგისტრირა, იუწყება რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდი.

ვაქცინა დაარეგისტრირეს დაჩქარებული წესით, სახელმწიფოს ტერიტორიაზე დამატებითი კლინიკური კვლევების ჩატარების გარეშე. ანალოგიურად დაარეგისტრირეს პრეპარატი არგენტინაში, ბოლივიაში, ვენესუელაში, სერბეთში, ალჟირსა და პალესტინაში.

პარაგვაიში პრეპარატის მიწოდებას უზრუნველყოფენ ფონდის საერთაშორისო პარტნიორები ინდოეთში, ჩინეთში, სამხრეთ კორეაში და სხვა ქვეყნებში.

ფონდის გენერალური დირექტორის, კირილ დმიტრიევის თქმით, ლათინური ამერიკის მრავალი ქვეყანა დაინტერესებულია რუსული ვაქცინით. მას იმედი აქვს, რომ უახლოეს დროს „სპუტნიკV" რეგიონის სხვა ქვეყნებშიც გაივლის რეგისტრაციას.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ აგვისტოში დაარეგისტრირა მსოფლიოში პირველი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც გამალეის ცენტრშია შექმნილი. ცენტრის დირექტორმა ალექსანდრ გინცბურგმა განაცხადა, რომ ვაქცინის უსაფრთხოება სრულად არის დამტკიცებული, ხოლო მისმა ეფექტურობამ 91,4% შეადგინა.

0