თბილისი, 1 იანვარი – Sputnik. ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ორი დაშავდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოში საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, საცხოვრებელ სახლში აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
შემთხვევის დროს სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა. მათგან ორი ქალი მაშველებმა გამოიყვანეს. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი. მამაკაცი კი გარდაიცვალა.
აფეთქების შედეგად სახლი დაინგრა, საცხოვრებელს ცეცხლი არ გასჩენია.
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 637 ფაქტი გამოავლინ, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იქნება ძალაში.
პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის 98 პირი დააჯარიმა.
დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
გარდა ამისა პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, 539 ფიზიკური პირია დაჯარიმებული.
პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენითში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, იუწყება „პირველი არხი“.
ადგილზე მეხანძრე-მაშველების 40-კაციანი შემადგენლობა მუშაობდა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინეთში მთის ფერდზე ეკალბარდს ცეცხლი გუშინ, საღამოს გაუჩნდა. ქრობის პროცესს ძლიერი ქარი ართულებდა. რთული რელიეფის გამო ადგილზე სახანძრო ტექნიკის მისვლა ვერ მოხერხდა.
ადგილობრივების განცხადებით, დამწვარია დაახლოებით 10 ჰექტარი ფართობი. ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია.
დასახლებულ პუნქტსა და ტყის მასივს საფრთხე არ შექმნია.
თბილისი, 28 იანვარი - Sputnik. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა, აქტივისტებმა და ამ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს, იუწყება პირველი არხი.
შშმ პირთა ახალი უფლებები ძალაშია: კანონი სრულად ამოქმედდა>>
აქციის მონაწილეების განცხადებით, 2021 წლის იანვრიდან ასაკობრივი პენსიის ზრდის პარალელურად, შშმ პირთა სოციალური პაკეტის უცვლელად დატოვება მათი ჩაგვრა და დისკრიმინაციაა.
აქციის მონაწილეები მოთხოვნები შემდეგია:
საქართველოში 2021 წლის იანვრიდან ასაკობრივი პენსია გაიზრდა, თუმცა, პენსია (სოციალური შემწეობა) არ გაზრდილა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
საქართველოში შშმ პირების პენსია არაერთგვაროვანია და ეფუძნება სხვადასხვა გარემოებას, მათ შორის, თუ რა ტიპის შეზღუდული შესაძლებლობა აქვს ადამიანს – მკვეთრად, მნიშვნელოვნად თუ ზომიერად გამოხატული.
მკვეთრად გამოხატული შეზღუდვის მქონე პირებისთვის შემწეობა 250 ლარია, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდვების მქონე პირებისთვის 140 ლარი, ხოლო ზომიერად გამოხატული შეზღუდვების მქონე პირისთვის – 100 ლარი.
ამასთანავე, 18 წლამდე ბავშვებისთვის ეს დახმარება – 250 ლარია.
შემწეობის ოდენობა ასევე დამოკიდებულია პირის ასაკზე, შემოსავლის წყაროზე, ვეტერანის სტატუსზე და სხვა.
გადაწყვეტილია: დედაქალაქის მთავრობის სხდომებს ჟესტური ენის თარჯიმანი ეყოლება>>
საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიის დროს 18 წლამდე შშმ პირებსა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს 6 თვის განმავლობაში 600 ლარით ეხმარება. სულ ამ დახმარების მიმღები 43 ათასი ბენეიფიცარია აღრიცხული.