თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. თბილისში სოფელ დიღმის სასაფლაოსთან ორმხრივ სროლას ჰქონდა ადგილი, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
სასაფლაოსთან ინცინდენტი ცოტა ხნის წინ მოხდა. მომხდარის შედეგად არიან დაშავებულები, ისინი საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან.
დაპირისპირების მიზეზები და შემთხვევის სხვა დეტალებია უცნობია.
ტელეკომპანია „მთავარი არხს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დიღმის სასაფლაოსთან სროლის შედეგად დაჭრილია ორი მამაკაცი. დაპირისპირება კი რამდენიმე მამაკაცს შორის დაახლოებით 17:00 საათზე მოხდა. მათ ერთმანეთის მიმართულებით ავტომობილებიდან გაისროლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - „განზრახ მკვლელობის მცდელობისა“ და „იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების“ მუხლებით მიმდინარეობს.
თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1.020 ფაქტი გამოავლინა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იქნება ძალაში.
პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის 104 პირი დააჯარიმა.
დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 916 ფიზიკური პირია დაჯარიმებული.
პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.
თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი რუსეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს, იუწყება შსს–ს პრესსამსახური.
გამოძიებით დადგინდა, რომ ძებნილი პირი საქართველოში 2020 წლის იანვრიდან იმყოფება და ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.
რუსეთის ფედერაციამ მამაკაცზე ძებნა ეროვნულ დონეზე 2020 წლის 19 აგვისტოდან გამოაცხადა, ხოლო 2020 წლის 9 ნოემბრიდან ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ მასზე საერთაშორისო ძებნა წითელი ცირკულარით გამოცხადდა.
დაკავებული რიგ დანაშაულებშია ბრალდებული – დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნა, ადამიანების გატაცება, ძალის გამოყენებით ან ძალის გამოყენების მუქარით პროსტიტუციის ორგანიზება, პროსტიტუციაში არასრულწლოვნების ჩართვა, ორგანიზებული დაჯგუფების მიერ არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედება და ასევე საშუალო სიმძიმის სხეულის განზრახ დაზიანება.
დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.
ძლიერი აფეთქება მოხდა პუერტა-დე-ტოლედოს რაიონში მადრიდში. დაინგრა ერთი შენობის ოთხი სართული, რომელშიც ეკლესია Iglesia de la Virgen de la Paloma-ს მსახური სასულიერო პირები ცხოვრობენ.
აფეთქების შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი, ერთი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ამის შესახებ ესპანეთის მთავრობის წარმომადგენელმა ხოსე მანუელ ფრანკომ განაცხადა.
აფეთქების ეპიცენტრთან ახლოს მდებარეობს მოხუცებულთა თავშესაფარი. მისი ბინადრები არ დაშავებულან, მიმდინარეობს ევაკუაცია.
ოთხშაბათს ესპანეთის დედაქალაქის ცენტრში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:00 საათზე დიდი აფეთქება მოხდა
დაინგრა შენობის ოთხი სართული
შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა
ერთი კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა
მედიის ცნობით, დაშავებულია რვა ადამიანი, ერთ-ერთი მათგანი მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში
ესპანეთის მთავრობის წარმომადგენელი ხოსე მანუელ ფრანკო აცხადებს, რომ აფეთქება ბუნებრივი გაზის გამო მოხდა
ფრანკოს თქმით. სახლში გაზის ქვაბის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა
დაიღუპა ერთი ქუჩაში მიმავალი ქალი და ორი შენობაში მყოფი ადამიანი
მაშველები ფიქრობენ, რომ ნანგრევების გაწმენდის შემდეგ მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება
აფეთქების ეპიცენტრის მახლობლად მოხუცთა თავშესაფარი მდებარეობს
მისი ბინადრები არ დაშავებულან. მიმდინარეობს ევაკუაცია
ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების სამსახურები, მეხანძრეები, ექიმები და პოლიცია