სახანძრო მანქანა

წალენჯიხაში, ჯვარის ტყეში ხანძარია

90
(განახლებულია 22:49 28.12.2020)
ხანძარი დასახლებული პუნქტიდან შორსაა და გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება

თბილისი, 28 დეკემბერი ― Sputnik. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ჯვარის ტყეში ხანძარია, აცნობეს Sputnik-საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველთა 20-კაციანი ჯგუფი, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

უწყების ინფორმაციით, ხანძარი დასახლებული პუნქტიდან შორსაა, გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

 

90
საპატრულო პოლიცია

თბილისის ზღვაზე მამაკაცი მოკლეს: დაკავებულია ერთი პირი

35
ბრალდებულმა მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაპირისპირებას წინ უძღოდა შელაპარაკება.

თბილისი, 15 იანვარი - Sputnik. თბილისში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 42 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს. იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა თბილისის ზღვის მიმდებარედ არსებულ ერთ-ერთ საცხოვრებელ ვაგონში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 38 წლის მამაკაცს ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ცივი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს, ხოლო ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

35
გაზქურა

გლდანში 3 ათასზე მეტ აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა

38
გლდანის რაიონში ავტომობილის შეჯახების შედეგად გაზსადენი დაზიანდა. გაზმომარაგება 20:00 საათამდე სრულად აღდგება.

თბილისი, 15 იანვარი - Sputnik. თბილისში, გლდანის რაიონში 3 250 აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა. ინფორმაციას გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, გლდანის რაიონში ავტომობილის შეჯახების შედეგად საშუალო წნევის გაზსადენი დაზიანდა.

ავარიის შედეგად გაზის მიწოდება ძირითადად გლდანის გლდანის პირველ, მეორე და „ა“ მიკრორაიონების მცხოვრებლებს შეუწყდათ. კომპანია აქვეყნებს ყველა იმ მისამართს, სადაც გაზმომარაგებაა შეწყვეტილი.

კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 16:00 სთ-დან და 20:00 სთ-მდე დასრულდება.

38
ფოთის პორტი

ფოთში სატვირთო მანქანების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

0
მძღოლები სანაოსნო კომპანიებისგან ტარიფის გაზრდას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში საქონელს აღარ გადმოტვირთავენ და აქციებს გააგრძელებენ

თბილისი, 15 იანვარი - Sputnik. სატვირთო მანქანების მძღოლებმა ფოთში შეკვეთილი რეისების ტარიფების გაზრდის მოთხოვნით აქცია გამართეს.

მომიტინგეების თქმით, ტარიფები პანდემიის გამო ძალიან დაბალია, რაც მათ მუშაობას ურთულებს. როგორც მძღოლები ამბობენ, მათ ოჯახები ჰყავთ შესანახი და საბანკო ვალდებულებები აქვთ გასასტუმრებელი. მძღოლები სანაოსნო კომპანიებისგან ტარიფების გაზრდას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქონლის გადმოტვირთვაზე უარს აცხადებენ.

„ტარიფები ძალიან დაბალია, ხელოვნურადაა დაწეული. ჩვენი მოთხოვნაა ტარიფების გაზრდა. აზერბაიჯანში საწვავის ფასი გაიზარდა, საქართველოშიც კვლავ გაიზრდება და საერთოდ აღარ ღირს მუშაობა, არაფერი გვრჩება. ჩვენ ვერ ვინახავთ მანქანებს, ვერ ვინახავთ ოჯახებს, კრედიტები გვაქვს, ბანკები სახლებს გვართმევენ. თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, საქონელს აღარ გადმოვტვირთავთ, არ გადავზიდავთ, ტრანსპორტი გაჩერდება“, - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა ტელეარხ „იმედის“ ეთერში.

მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მძღოლები პერმანენტულ აქციებს არ გამორიცხავენ.

 

 

0