მოსამართლის ჩაქუჩი

თელავის საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში ბრალდებულ შსს-ს ოფიცერს პატიმრობა შეეფარდა

635
პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბრალდებულმა შსს-ს ოფიცერმა ვანო ზანდარაშვილმა საკუთარი სამსახურებრივი-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან საავადმყოფოს დირექტორს, ზურაბ საჩიშვილს მანქანაში რამდენჯერმე ესროლა

თბილისი, 27 დეკემბერი - Sputnik. თელავის რაიონულმა სასამართლომ თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის ზურაბ საჩიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ თელავის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს ვანო ზანდარაშვილს პატიმრობა შეუფარდა, იუწყება პირველი არხი.

მოსამართლე მარიკა ცერცვაძემ პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობის შესახებ დააკმაყოფილა.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 25 დეკემბერს, ღამის საათებში, თელავის რაიონის სოფელ იყალთოს ცენტრში, ზურაბ საჩიშვილსა და 37 წლის ვანო ზანდარაშვილს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა.

ვანო ზანდარაშვილმა საკუთარი სამსახურებრივი-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან საჩიშვილს მანქანაში რამდენჯერმე ესროლა.

ჭრილობების შედეგად იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ასევე სროლის შედეგად, ერთი ტყვია ხელის არეში მოხვდა ავტომანქანაში ზურაბ საჩიშვილის გვერდით მჯდომ თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსს ლევან ბერძენაშვილს.

თვითმხილველი მიხეილ მიქელაშვილი აცხადებს, რომ 4-5 ჯერ გასროლის ხმა 12 საათზე გაიგო. მისი თქმით, მანქანაში ოთხი ადამიანი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. ინცინდენტის შემდეგ ზანდარაშვილმა თავად დარეკა პოლიციაში.

ზანდარაშვილი 26 დეკემბერს დააკავეს.

პროკურატურამ ზარდანაშვილს ბრალი სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარუდგინა, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 18 თებერვალს ჩაინიშნა.

635
პატრული

ბრძოლა COVID-19-თან: რეგულაციების დარღვევის რამდენი ფაქტი გამოვლინდა ბოლო 24 საათში

19
(განახლებულია 11:23 28.01.2021)
შექმნილი ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი რეგულაციები მოქმედებს, რომელთა დარღვევა ჯერ ადმინისტრაციულ, გამეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

 

თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 637 ფაქტი გამოავლინ, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იქნება ძალაში.
პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის  98 პირი დააჯარიმა.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა  პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, 539 ფიზიკური პირია დაჯარიმებული.

პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

19
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
მეხანძრე

ქობულეთში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

18
(განახლებულია 14:22 28.01.2021)
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ადგილობრივების ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 10 ჰექტარი ფართობი.

თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენითში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, იუწყება „პირველი არხი“.

ადგილზე მეხანძრე-მაშველების 40-კაციანი შემადგენლობა მუშაობდა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინეთში მთის ფერდზე ეკალბარდს ცეცხლი გუშინ, საღამოს გაუჩნდა. ქრობის პროცესს ძლიერი ქარი ართულებდა. რთული რელიეფის გამო ადგილზე სახანძრო ტექნიკის მისვლა ვერ მოხერხდა.

ადგილობრივების განცხადებით, დამწვარია დაახლოებით 10 ჰექტარი ფართობი. ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია.

დასახლებულ პუნქტსა და ტყის მასივს საფრთხე არ შექმნია.

18
თემები:
შემთხვევები საქართველოში

კალათბურთში საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო - ვიდეო

0
(განახლებულია 13:30 28.01.2021)
საქართვეოში საკალათბურთო თასის გათამაშება დაიწყო, რომელიც 1 თებერვალს დასრულდება ფინალური შეხვედრით

საქართველოს თასის გათამასება, ტრადიციულად იანვარში იმართება. მასში სულ 16 გუნდი მონაწილეობს, რომელთაგან 11 სუპერლიგის გუნდია, ხოლო დანარჩენი 5 - „ა“ ლიგას წარმოადგენს.

ტურნირი მიმდინარეობს თბილისის ოლიმპიურ სასახლესა და თელავის დარბაზში.

0