ციხის დასაცავი პერიმეტრი

ვინ და რისთვის გასამართლდა 2020 წელს - დეტალები

41
(განახლებულია 10:28 27.12.2020)
„საქსტატის“ მონაცემებით, მსჯავრდებულთა რიცხოვნობა წელიწადში საშუალოდ 16 ათასს შეადგენს, თუმცა პანდემიის გამო განაჩენების რაოდენობა შემცირდა

თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. 2020 წლის 1 ივლისისათვის საქართველოში განაჩენი გამოუტანეს 6 ათასზე მეტ ადამიანს, საიდანაც 1500 საპატიმროებში მოხვდა, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.

„საქსტატის“ მონაცემებით, მსჯავრდებულთა რიცხოვნობა წელიწადში საშუალოდ 16 ათასს შეადგენს, თუმცა პანდემიის გამო განაჩენების რაოდენობა შემცირდა.

იმ პირთა ნახევარზე მეტს, ვისაც განაჩენი გამოუტანეს, პირობითი მსჯავრი შეუფარდეს. დანარჩენებს ჯარიმები ან გამასწორებელი სამუშაოები მიესაჯა.

ამასთან, უწყების მონაცემებით, განაჩენების უმრავლესობა გამოტანილია ქურდობისთვის - 1,2 ათასი, მკვლელობისთვის გასამართლდა 52 ადამიანი, გაუპატიურებისთვის - 10, ძარცვისთვის - 92 ადამიანი. ნარკოდანაშაულისთვის განაჩენი გამოუტანეს 746 ადამიანს, კიდევ 258 გასამართლებულია ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რომელიც მძიმე შედეგით დასრულდა.

ცნობილია ასევე მსჯავრდებულთა ასაკი - ექვსი ათასიდან ნახევარზე მეტი - 3 125 ადამიანი 30-დან 49 წლის ასაკისაა, არასრულწლოვანია სულ 100 მსჯავრდებული.

2020 წელს ყველა მსჯავრდებულიდან მხოლოდ 309 ქალია.

41
ღვთისმშობლის ტაძარი. 1896 წელი

გურიაში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი აღმოფხვრილია

39
(განახლებულია 21:22 15.01.2021)
მომხდარი იყო პროვოკაცია და სოფლის მოსახლეობამ ძველებურად ერთად ცხოვრება უნდა განაგრძოს, განაცხადეს შეხვედრის მონაწილეებმა.

თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მუსლიმი თემის, ქრისტიანებისა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის გაიმართა შეხვედრა, რომლის ფარგლებში, მონაწილეების თქმით, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა.

კონფლიქტი ბუკნარში იმის გამო დაიწყო, რომ ადგილობრივმა მუსლიმებმა ტრადიციული პარასკევის ლოცვის წასაკითხად კერძო სახლში სამლოცველოს მოწყობა გადაწყვიტეს. ამის გამო სოფელში გავრცელდა ხმა, რომ ბუკნარში მეჩეთის აშენებას აპირებენ, რამაც ადგილობრივ მართლმადიდებელთა უკმაყოფილება გამოიწვია.

შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მომხდარი იყო პროვოკაცია, მათ გასაყოფი არაფერი აქვთ და უწინდებურად ერთად ცხოვრება უნდა განაგრძონ.

„ინციდენტი, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, სრულად აღმოიფხვრა. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, მუსლიმები და მართლმადიდებელი ქრისტიანები აცხადებდნენ, ერთეული ადამიანების მიერ პროვოცირებულმა ფაქტმა მიიღო საკმაოდ მახინჯი განვრცობა და ეს დღეები იყო სამარცხვინო ფურცელი ჩვენი სოფლისთვის. დაპირისპირებულ მხარეებად წოდებულმა ადამიანებმა გაუცვალეს ერთმანეთს თავიანთი მოსაზრებები, კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ მათ გასაყოფი არაფერი აქვთ და გრძელდება მეგობრული თანაცხოვრება“, – განაცხადა პარლამენტის წევრმა ნინო წილოსანმა.

ორი დღის წინ მომხდარი პირველი დაპირისპირებისა და ჩხუბის შემდეგ სამი ადამიანი, მათ შორის ორი მოზარდი მუსლიმი თემიდან, საავადმყოფოში მოხვდა. პოლიციამ ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი დამნაშავე პირი დააკავა.

 

39
საპატრულო პოლიცია

თბილისის ზღვაზე მამაკაცი მოკლეს: დაკავებულია ერთი პირი

93
(განახლებულია 20:48 15.01.2021)
ბრალდებულმა მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაპირისპირებას წინ უძღოდა შელაპარაკება.

თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. თბილისში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 42 წლის მამაკაცი „ცხელ კვალზე“ დააკავეს. იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა თბილისის ზღვის მიმდებარედ არსებულ ერთ-ერთ საცხოვრებელ ვაგონში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 38 წლის მამაკაცს ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ცივი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს, ხოლო ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

93
თბილისის ცარიელი ქუჩები

საქართველო ერთ-ერთი საუკეთესოა კორონავირუსთან ბრძოლაში - ახალი რეიტინგი

0
(განახლებულია 08:58 16.01.2021)
ექსპერტებმა შეაფასეს 183 ქვეყანა 19 ინდიკატორით - მათ შორისაა მთავრობის მოქმედებები, დახმარება მოსახლეობას და ჯანდაცვის სისტემის მუშაობა

თბილისი, 16 იანვარი - Sputnik. საქართველო კორონავირუსთან ბრძოლაში ეფექტური ღონისძიებების მიხედვით საუკეთესო ქვეყნების ათეულში მოხვდა, ამას აჩვენებს ოქსფორდის უნივერსიტეტის რეიტინგი.

უნივერსიტეტმა შეაფასა 183 ქვეყანა 19 ინდიკატორით - მათ შორისაა მთავრობის მოქმედებები, დახმარება მოსახლეობას და ჯანდაცვის სისტემის მუშაობა.

რეიტინგის მიხედვით, საქართველო იკავებს მე-10 ადგილს და მას საბერძნეთსა და ნიდერლანდებს შორის იყოფს.

რეიტინგის პირველი ხუთეული ასეთია: ზიმბაბვე, ვენესუელა, აზერბაიჯანი, იტალია და ჰონდურასი. ბოლო ადგილზეა მაკაო, ნიკარაგუა, ტანზანია, ტაივანი და ბოლივია.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა. დღეისათვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 245 789-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა 229 196 ადამიანი, გარდაიცვალა 2 893 პაციენტი.

0