ვარკეთილში ტოტალიზატორი დააყაჩაღეს: დაკავებულია ორი პირი

© Sputnik / Alex Shlamovსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით თბილისში ორი პირი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
ყაჩაღობა ვაჟა ფშაველას გამზირზე - დაკავებულია სამი პირი

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები მიმდინარე წლის 15 დეკემბერს მეტროს სადგურ „ვარკეთილის" მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი ტოტალიზატორის მოლარეს დაესხნენ თავს, დანის მუქარით გააღებინეს სეიფი და თანხა და ვიდეოკამერების ჩამწერი მოწყობილობები გაიტაცეს.

თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს, თუმცა სამართალდამცველებმა ისინი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. გატაცებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცების სახითაა ამოღებული.

უწყების ცნობით, ერთ-ერთი დაკავებული წარსულში ნარკოდანაშაულისთვისაა ნასამართლევი.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0