ბადრი და ბიძინა ესებუების მამას გამოძიების ვერსიის არ სჯერა

© Sputnik / STRINGERბიძინა ესებუას დაკავების ადგილი ზუგდიდში
ბიძინა ესებუას დაკავების ადგილი ზუგდიდში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტარიელ ესებუა აცხადებს, რომ ძებნილი შვილის ადგილსამყოფელი მისთვის უცნობია და ოჯახის წევრებს მასთან კონტაქტი არ ჰქონია

თბილისი, 12 დეკემბერი - Sputnik. ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას და დღეს დაკავებული ბიძინა ესებუას მამა, ტარიელ ესებუა აცხადებს, რომ მისთვის ძებნილი შვილის ადგილსამყოფელი უცნობია, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

© Sputnik / STRINGERნივთები, რომლებიც ბიძინა ესებუას ავტომობილის ჩხრეკის შედეგად არის ამოღებული
ბადრი და ბიძინა ესებუების მამას გამოძიების ვერსიის არ სჯერა - Sputnik საქართველო
ნივთები, რომლებიც ბიძინა ესებუას ავტომობილის ჩხრეკის შედეგად არის ამოღებული

დღეს გამთენიისას პოლიციამ „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა დააკავა. მისი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 2 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები და ტანსაცმელი, რომელიც მას, სავარაუდოდ, მისი ძებნილი ძმისთვის უნდა გადაეცა.

დაკავებული ბიძინა ესებუას მამა, ტარიელ ესებუა აცხადებს, რომ მის შვილს ცეცხლსასროლი იარაღი და ყუმბარა არ ჰქონია. მას არ სჯერა გამოძიების ვერსიის, რომ მის შვილს ნივთები და ცეცხლსასროლი იარაღი ძებნილი ძმისთვის სჭირდებოდა. ის ასევე აცხადებს, რომ ოჯახის არცერთ წევრს არ ჰქონია არანაირი ურთიერთობა ბადრი ესებუასთან და მათთვის უცნობია ძებნილის ადგილსამყოფელიც.

„ჩემს შვილს არც იარაღი და არც ყუმბარა არ ჰქონია. ტელევიზიით გავიგე, რომ დაკავებულია, სხვა არფერი არ ვიცი. არ ვიცი იარაღი საიდან ამოიღეს, სახლიდან არ ამოუღიათ. მე მარტო ის ვიცი, რაც გავრცელდა ტელევიზიით", - ამბობს ტარიელ ესებუა.
ბიძინა ესებუას დაკავება - Sputnik საქართველო
ზუგდიდში ბადრი ესებუას ძმა დააკავეს

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გამოძიების ვერსიით, ბადრი ესებუამ 21 ოქტომბერს „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ მან ყველა მძევალი გაათავისუფლა და მიმალვა მოახერხა. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

ბანკზე თავდასხმის ფაქტი ტერორისტულ აქტად შეფასდა. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0