Задержание Бидзины Эсебуа - брата террориста Гочи Эсебуа. Машина подозреваемого

ზუგდიდში ბადრი ესებუას ძმა დააკავეს

153
(განახლებულია 15:56 12.12.2020)
ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ძმა ბიძინა ესებუა გამთენიისას დააკავეს. ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია.

თბილისი, 12 დეკემბერი - Sputnik. ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ძმა დააკავეს, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი. 

Задержание Бидзины Эсебуа - брата террориста Гочи Эсебуа. Машина подозреваемого
© Sputnik / STRINGER
ბიძინა ესებუას დაკავება

ბიძინა ესებუა გამთენიისას დააკავეს. უცნობია, რას ედავება მას გამოძიება. ოჯახი კომენტარებისგან თავს იკავებს, თუმცა მისი დაკავების ფაქტს ადასტურებს. ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია.

შსს-ს ჯერჯერობით აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

21 ოქტომბერს შეიარაღებული პირი „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ მან ყველა მძევალი გაათავისუფლა და მიმალვა მოახერხა. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

ბანკზე თავდასხმის ფაქტი ტერორისტულ აქტად შეფასდა. 

Задержание Бидзины Эсебуа - брата террориста Гочи Эсебуа. Изъятое оружие и боеприпасы
© Sputnik / STRINGER
ბიძინა ესებუას დაკავება

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ნიკა ლატარია

153
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა (61)
დაკავება

კახეთში 28 წლის ახალგაზრდა ქალი მოკლეს

69
(განახლებულია 09:44 22.01.2021)
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარი ფაქტის მოტივად ურთიერთშელაპარაკება სახელდება – პოლიციამ ეჭვმიტანილი უკვე დააკავა

თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. თელავის მუნიციპალიტეტში 28 წლის ქალი მოკლეს, კიდევ ერთი პირი კი დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

შემთხვევა სოფელ კისისხევში გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით ახალგაზრდა ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, მამაკაცს კი დაზიანებები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.

დაჭრილი თელავში რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული და უკვე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.  ექიმების განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სსკ–ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და19-109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) მიმდინარეობს.

69
თემები:
შემთხვევები საქართველოში
კრიმინალური პოლიცია

ოზურგეთში მამაკაცი მოკლეს

67
(განახლებულია 20:41 21.01.2021)
მკვლელობა სავარაუდოდ დანით არის ჩადენილი. დანაშაული 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისი, 21 იანვარი - Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში 55 წლის მამაკაცი მოკლეს. იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცის ცხედარი სახლში მისმა ნათესავებმა იპოვეს. მათე გამოიძახეს პოლიცია. მკვლელობა სავარაუდოდ ცივი იარაღითაა ჩადენილი. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მკვლელობის სხვა დეტალები არ საჯაროვდება.

საქმეზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

67
მრიცხველი

მოქალაქეებს ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდირებაზე უარის თქმა 31 იანვრამდე შეუძლიათ

0
(განახლებულია 15:52 22.01.2021)
2021 წლიდან ელექტროენერგიაზე ტარიფის გაზრდის გამო, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ძველ ტარიფსა და მოქმედ ტარიფს შორის სხვაობა დაფაროს.

თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. მოქალაქეებს, რომლებსაც ეხებათ ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული სუბსიდირება, თუმცა სურთ, არ ისარგებლონ შეღავათებით, უარის დაფიქსირება შეუძლიათ სპეციალურ ელექტრონულ პლატფორმაზე, იუწყება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია (სემეკი). 

საქართველოში 2021 წლის 1 იანვრიდან ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 3.5 თეთრით (დღგ-ის ჩათვლით) გაიზარდა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის განმავლობაში სახელმწიფო საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის (ძველ და მოქმედ ტარიფს შორის) სუბსიდირებას მოახდენს. გაზრდილი ტარიფი სრულად დაიფარება ელექტროენერგიის თვეში 300 კვტ/სთ-მდე მომხმარებლებისთვის.

პლატფორმაზე საკუთარი გადაწყვეტილების დაფიქსირება შეუძლია როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირს. კომუნალურ სუბსიდირებაზე უარის თქმის ბოლო ვადა 31 იანვარია.

„პლატფორმაზე რამდენიმე ველის შევსების შემდეგ, ინფორმაცია შემდგომი რეაგირებისათვის იგზავნება ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიაში. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული სუბსიდირება 2021 წლის განმავლობაში იმოქმედებს, მოქალაქეებს შეუძლიათ შეღავათზე უარი დააფიქსირონ როგორც თითოეულ თვეზე, ისე ერთიანად - 2021 წლის იანვრიდან 2021 წლის დეკემბრის ჩათვლით“, - ნათქვამია განცხადებაში. 

როგორც მარეგულირებელ კომისიაში განმარტავენ, კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმის პლატფორმის შექმნის საფუძველს წარმოადგენს იმ მოქალაქეთა გარკვეული ნაწილის მოთხოვნა, რომლებსაც ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოხმარების მოცულობებიდან გამომდინარე სუბსიდირება შეეხოთ.

საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაიხურა სავაჭრო, საზოგადოებრივი კვების ობიექტები, გაჩერდა ტრანსპორტი და სხვ., ამიტომ მოსალოდნელია უმუშევართა რაოდენობის ზრდა. კონკრეტულად რამდენი ადამიანი დარჩა უმუშევარი, ჯერჯერობით უცნობია. პრობლემა შეეხო დასაქმებულებსაც და თვითდასაქმებულებსაც. სახელმწიფო მათ და მთლიანად მოსახლეობას დახმარებას შეჰპირდა უმუშევრობისა და პროდუქტებზე ფასების ტოტალური მომატების პირობებში.

 

0