საპატრულო პოლიცია

ბრძოლა COVID-19-თან: პოლიციამ მოქმედი რეგულაციების დარღვევის 735 ფაქტი გამოავლინა

73
შექმნილი ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი რეგულაციები მოქმედებს, რომელთა დარღვევა ჯერ ადმინისტრაციულ, გამეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 735 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იქნება ძალაში.

პოლიციამ იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე 93 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებული არიან ის მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 642 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.

პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა კი იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასა და ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. დარღვევის გამეორება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

 

 

73
თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)
ქალი ხელბორკილებით

ეჭვიანმა ცოლმა ინტიმურ ფოტოებზე თავი ვერ იცნო და ქმარი დანით დაჭრა

86
გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა ძველ ფოტოებზე თავი იმის გამო ვერ იცნო, რომ წარსულში ის სხვაგვარად გამოიყურებოდა

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. ქალი, რომელმაც საკუთარი თავი ვერ იცნო ქმრის ტელეფონში ნაპოვნ ინტიმურ ფოტოებზე, მეუღლეს დანით დაესხა თავს და დაჭრა, იუწყება გამოცემა Prensa.

გავრცელებული ინფორმაციით, ქმარმა ვერ მოასწრო აეხსნა ცოლისთვის, რომ ფოტოებზე თავად იყო აღბეჭდილი.

ირკვევა, რომ სურათები ჯერ კიდევ დაქორწინებამდე იყო გადაღებული და ისინი თვითონ ქალს ჰქონდა გაგზავნილი ელექტრონული ფოსტით კაცისთვის. წლების შემდეგ ქმარმა შემთხვევით აღმოაჩინა ისინი და ტელეფონში გადაიწერა.

გამოცემა წერს, რომ ქალმა საკუთარი თავი იმის გამო ვერ იცნო, რომ ქორწინებამდე ის ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა: მაკიაჟსაც ატარებდა და „რამდენიმე კილოგრამით ნაკლებსაც იწონიდა“.

ამასთან ირკვევა, რომ საბოლოოდ ქმარმა, რომელსაც რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიღებული, მაინც მოასწრო ცოლის განიარაღება და ყველაფრის ახსნა, მაგრამ მეზობლებს უკვე გამოეძახებინათ სასწარფო დახმარება და პოლიცია.

ეჭვიანი ცოლი დააკავეს და ოჯახურ ძალადობაში წაუყენეს ბრალი.

 

86
თემები:
საერთაშორისო პანორამა
თბილისის მერია

ჩუღურეთის გამგებლის მოადგილეს პატიმრობა შეეფარდა

26
(განახლებულია 09:51 27.01.2021)
საჯარო მოხელე ერთ-ერთ კომპანიას სისტემატურად უქმნიდა პრობლემებს და მის მიერ შესრულებული სამუშაოების დროულად ჩაბარებაში ხელს უშლიდა.

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე ლადო გოგსაძეს, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზეა დაკავებული, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, იუწყება პირველი არხი.

მოსამართლე ზვიად შარაძემ ბრალდების მხარის პოზიცია სრულად გაიზიარა, მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარე გოგსაძისთვის გირაოს მოითხოვდა.

გოგსაძის დაკავების შესახებ ორშაბათს გახდა ცნობილი.

გამოძიების ვერსიით, საჯარო მოხელემ, როგორც სატენდერო კომისიის მუშაობაზე პასუხისმგებელმა პირმა, რაიონში მდებარე ერთ-ერთი კორპუსის გამაგრებაზე 2020 წლის 30 აპრილისთვის გამოცხადებული ტენდერის დროს,29 აპრილს ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი შპს-ს წარმომადგენელი დაიბარა და განუცხადა, რომ ხსენებული ტენდერი უნდა მოეგო მისთვის სასურველ კომპანიას და აქედან გამომდინარე შესყიდვაში არ მიეღო მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრა სამუშაოების წარმოებისას პრობლემების შექმნით.

სანაცვლოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილების დარღვევით, შესთავაზა სამომავლოდ გამოსაცხადებელი ტენდერების პირობების მასზე მორგება.

საქართველო მსოფლიოში პირველია ბიზნეს-ურთიერთობებში კორუფციისგან თავისუფლების კუთხით >>

გამოძიებამ დაადგინა, რომ კომპანიამ მაინც მიიღო მონაწილეობა ტენდერში და მოიგო ის, რადგან ყველაზე დაბალი ფასი შესთავაზა. ამ ფაქტით უკმაყოფილო ჩინოვნიკმა კომპანიისთვის პრობლემების შექმნა დაიწყო და მის მიერ შესრულებული სამუშაოების დროულად ჩაბარებაში ხელს უშლიდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ საბოლოოდ კომპანიას პრობლემები შეექმნა და მასთან კონტრაქტი გაწყვიტეს, ხოლო კორპუსის მცხოვრებლები ავარიულ შენობაში ცხოვრებას აგრძელებდნენ.

26
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში პარასკევს, 29 იანვარს

0
(განახლებულია 13:15 27.01.2021)
პარასკევს დედაქალაქში მოღრუბლული, მაგრამ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერი 12 გრადუსამდე გათბება.

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. სინოპტიკოსები პარასკევს, 29 იანვარს დედაქალაქში უპირატესად მოღრუბლულ ამინდს პროგნოზირებენ.

მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 2 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო დღისით +12 გრადუსამდე მოიმატებს.

მზე 08:16 საათზე ამოვა და 18:11 საათზე ჩავა.

0
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში