სოფელ აკურაში გარდაცვლილი ქალი იპოვეს

სოფელ აკურაში გარდაცვლილი ქალი იპოვეს

123
(განახლებულია 16:18 13.12.2020)
ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი მარტოხელა იყო. ამ ეტაპზე გარდაცვალების მიზეზი ჯერ არ დასახელებულა.

თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში 45 წლამდე ასაკის ქალი საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.

ქუთაისის კლინიკიდან გაპარული პაციენტი გარდაცვლილი იპოვეს >>>

სოფლის მცხოვრებლების ინფორმაციით, გარდაცვლილი მარტოხელა იყო. თავდაპირველად ცხედარი მეზობელმა იპოვა, რის შემდეგად პოლიციას შეატყობინა.

გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

123
თემები:
შემთხვევები საქართველოში (2038)
დაკავება

ფოთში შსს-ს თანამშრომელი დააკავეს

13
ფოთის საქალაქო სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, მას სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. ფოთში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.

უწყების ინფორმაციით, ფოთის საქალაქო სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა „სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების“ ფაქტზე სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

13
ბათუმის საქალაქო სასამართლო

აქტივისტ ირაკლი ფანგანს გირაო შეეფარდა

21
(განახლებულია 19:39 26.01.2021)
საზოგადოებრივი მოძრაობა „ალტერნატივის“ აქტივისტი ირაკლი ფანგანი თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ თუ საჭირო გახდა, მომავალშიც ანალოგიურად მოიქცევა.

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საზოგადოებრივი მოძრაობა „ალტერნატივის“ აქტივისტს ირაკლი ფანგანს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, იუწყება „აჭარის ტელევიზია". 

ირაკლი ფანგანი პოლიციამ 24 იანვარს ორგანიზაციის ოფისში დააკავა. აქტივისტმა ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე 16-სართულიანი შენობის მშენებლობის წინააღმდეგ 23 იანვარს გამართულ აქციაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა. აქციაზე დეპუტატის გამოჩენამ აქტივისტების გაღიზიანება გამოიწვია, რადგანაც ჩავლეიშვილი აჭარის უმაღლეს საბჭოში ერთადერთი ოპოზიციონერია, რომელმაც სადეპუტატო მანდატზე უარი არ განაცხადა. 

საქართველოს პროკურატურამ აქტივისტს ბრალდება პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნის მუხლით წარუდგინა. ირაკლი ფანგანი ბრალის წარდგენის შემდეგ გუშინ, 25 იანვარს გათავისუფლდა.

დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე პროკურატურის მიერ დასახელებული თანხის რაოდენობა შემცირდა და 2 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრა. გარდა ამისა, ფანგანი კვირაში ერთხელ უნდა გამოცხადდეს გამომძიებელთან.

„თქვენი გამოხატვის თავისუფლება იზღუდება იქ, სადაც იწყება სხვისი თავისუფლების შეზღუდვა. თქვენივე უსაფრთხოებისთვის, რომ დაცული იყოთ ბრალის დამძიმებისგან თქვენივე ქმედებით, სასამართლომ მიიღო ეს გადაწყვეტილება“, – მიმართა ბრალდებულს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ.

დღეს გამართულ სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა დაზარალებული ირაკლი ჩავლეიშვილი.

გავრცელებული ინფორმაციით, საქმეზე წინასასამართლო სხდომა 15 თებერვალს დაიგეგმა.

 

21