თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 721 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იქნება ძალაში.
პოლიციამ იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე 56 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებული არიან ის მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 665 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.
პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.
იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა კი იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასა და ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. დარღვევის გამეორება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. თიანეთიდან 29 კილომეტრში 3,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
მიწისქვეშა ბიძგები 04:12 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 8 კმ სიღრმეში მდებარეობდა.
ინფორმაცია ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.
ეს ბოლო 24 საათში მეორე მიწისძვრაა საქართველოში. გუშინ 3,2 მაგნიტუდის მიწისძვრა წალკიდან 16 კილომეტრში, სოფელ მამიშლართან მოხდა.
თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. დღეს, დილით საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მისი ეპიცენტრი წალკასთან მდებარეობდა, იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრა, რომელიც 24 იანვარს 21:58 საათზე წალკიდან 16 კილომეტრში, სოფელ მამიშლართან მოხდა, 3,2 მაგნიტუდის სიძლიერისა იყო. მისი კერა 12 კმ სიღრმეზე მდებარეობდა.
ნგრევისა და სხვა დაზიანებების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. მეტეოროლოგების პროგნოზით თბილისში ოთხშაბათს, 27 იანვარს თბილი ამინდია მოსალოდნელი.
მზე 08:18 საათზე ამოვა და 18:09 საათზე ჩავა.
დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა პლუს 10 გრადუსი, ღამით კი ნული გრადუსი იქნება.
ქარი წამში 10–15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.