ხანძარი სოფელ ყულევთან ლიკვიდირებულია

© Sputnik / STRINGERხანძარი ყულევთან
ხანძარი ყულევთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხანძრის ქრობის სამუშაოებს ცხრა ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და სამოცი მეხანძრე-მაშველი ასრულებდა.

თბილისი, 9 დეკემბერი - Sputnik. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

ხანძარი სოფელ ყულევში ნავთობ ტერმინალისა და სატვირთო გადაზიდვებისთვის განკუთვნილი მაგისტრალის მიმდებარედ გაჩნდა. თავდაპირველად ცეცხლი ეკალ-ბარდსა და შერეული ტყის ქვედა საფარს მოეკიდა.

© Sputnik / STRINGERდიდი ხანძარი სოფელ ყულევის ტყეში - ვიდეო
ხანძარი სოფელ ყულევთან ლიკვიდირებულია - Sputnik საქართველო
დიდი ხანძარი სოფელ ყულევის ტყეში - ვიდეო

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შეტყობინებაზე რეაგირება დროულად მოხდა. ადგილზე ცხრა ერთეულ სახანძრო-სამაშველო ტექნიკასთან ერთად ცოცხალი ძალა, 60 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით მუშაობდა. პროცესში ასევე რკინიგზის სახანძრო სარკინიგზო შემადგენლობაც ჩაერთო.

„ხანძრის ქრობის პროცესი მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. უწყვეტი სამუშაოების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ყველა ახალი ამბავი
0