პოლიციამ თბილისის ზღვის ჰოსპიტალზე თავდასხმის საქმეზე ორი პირი დააკავა

© photo: AFP 2020 / NOEL CELISხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ზღვის ჰოსპიტალზე თავდასხმა 1 დეკემბერს მოხდა. შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა მიმღების სალაროდან 3500 ლარი გაიტაცეს და ადგილიდან მიიმალნენ.

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისის ზღვის ჰოსპიტალზე ყაჩაღური თავდასხმის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს-ს პრეს-სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულები წარსულში სხვადასხვა დანაშაულებისთვის არიან ნასამართლევი. გამოძებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 1 დეკემბერს, „ტტ“-ს სისტემის პისტოლეტითა და სანადირო თოფით შეიარაღებული 1984 წელს დაბადებული ვ.ნ. და 1973 წელს დაბადებული ი.წ. ყაჩაღურად თავს დაესხნენ თბილისის ზღვის ჰოსპიტალს.

პატრული - Sputnik საქართველო
„სამჯერ გაისროლეს და ფული წაიღეს“ – კლინიკაზე თავდასხმის დეტალები

გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ თავამსხმელებმა ჰოსპიტლის დაცვის თანამშრომლის მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლეს, რის შედეგადაც მიმღების შესასვლელი კარის მინა დაზიანდა. მათ მიმღები განყოფილების სალაროდან 3500 ლარი გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყაჩაღობაში მონაწილე პირები შემთხვევიდან ორ დღეში დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0