შეიარაღებული თავდასხმა კლინიკაზე – პოლიცია დამნაშავეებს ეძებს

გამოწერა
წინასწარი მონაცემებით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ჯერჯერობით უცნობია რა გახდა თავდასხმის მიზეზი.

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. „თბილისის ზღვის ჰოსპიტალზე“ შეიარაღებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილ პირთა დაკავების მიზნით პოლიცია ინტენსიურ ოპერატიულ–საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებს, აცნობეს „Sputnik–საქართველოს“ შსს-ს პრეს-სამსახურში. 

თავდამსხმელთა რაოდენობისა და თავდასხმის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

წინასწარი მონაცემებით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0