https://sputnik-georgia.com/20201130/saqartveloshi-rusetis-moqalaqe-heroinit-daakaves-250205048.html
საქართველოში რუსეთის მოქალაქე ერთი კილოგრამი ჰეროინით დააკავეს
საქართველოში რუსეთის მოქალაქე ერთი კილოგრამი ჰეროინით დააკავეს
Sputnik საქართველო
იმ შემთხვევაში, თუ დაკავებულს ბრალი დაუმტკიცდება, მას 8-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 30.11.2020-ს, Sputnik საქართველო
2020-11-30T14:06+0400
2020-11-30T14:06+0400
2021-10-19T17:42+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23904/14/239041439_0:164:3059:1884_1920x0_80_0_0_dee8bad456e7fb454d626f9a4325111c.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2020
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23904/14/239041439_163:0:2894:2048_1920x0_80_0_0_f43cfd9026e97711f23d00d5466671d3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში, საქართველო
ახალი ამბები, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში, საქართველო
საქართველოში რუსეთის მოქალაქე ერთი კილოგრამი ჰეროინით დააკავეს
14:06 30.11.2020 (განახლებულია: 17:42 19.10.2021) იმ შემთხვევაში, თუ დაკავებულს ბრალი დაუმტკიცდება, მას 8-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში 47 წლის რუსეთის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხის საავტომობილო გზაზე ავტომობილით გადაადგილების დროს გააჩერეს.
პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ჰეროინის შემცველი ერთი კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. ასევე ამოღებულია 8390 ლარი და 400 დოლარი.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და ითვალისწინებს რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.