შეიარაღებულმა მამაკაცმა დიღმის მასივში ბანკიდან თანხა გაიტაცა

© photo: Sputnikდიღმის მასივის მესამე კვარტალში საქართველოს ბანკის ექსპრეს-ფილიალი დააყაჩაღეს
დიღმის მასივის მესამე კვარტალში საქართველოს ბანკის ექსპრეს-ფილიალი დააყაჩაღეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ–კრიმინალისტები არიან მობილიზებული. მომხდარზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. დიღმის მასივში, რობაქიძის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს–ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და თანხა გაიტაცა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.

თვითმხილველების განცხადებით, შეიარაღებულმა ნიღბიანმა მამაკაცმა მოლარე–ოპერატორს იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვა. მას შემდეგ, რაც მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მამაკაცმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლო.

გატაცებული თანხის ოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.

ამჟამად ადგილზე ექსპერტ–კრიმინალისტები არიან მობილიზებული.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც "ყაჩაღობას" გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0