თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. ბათუმის ერთ-ერთ კოვიდ-სასტუმროში კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი ექთანს ასმათ ვარშალომიძეს თავს დაესხა და შემდეგ თვითდაზიანებები მიიყენა, იუწყება აჭარის ტელევიზია.
შემთხვევა გუშინ, ღამით მოხდა. ამ ეტაპზე ექთანი გამოკითხვაზე იმყოფება.
ასმათ ვარშალომიძე ამბობს, რომ ეს პაციენტი მეტადონის პროგრამაშია. მეტადონს მას დღის ექთანი აძლევდა, ღამით კი ეს მათ არ ეხებოდა. პაციენტს ღამით ექთნები დამამშვიდებელ სხვა საშუალებებს აძლევდნენ, მაგრამ ეს მას არ აკმაყოფილებდა და უფრო ძლიერ მედიკამენტს ითხოვდა.
პაციენტი, ვარშალომიძის განცხადებით, მას უკან, ფეხდაფეხ დასდევდა.
„ხელები გადამიგრიხა, თითები მაქვს „ბრიტვით“ დასერილი... არც მიფიქრია, რომ თავს დამესხმოდა და მოკვლას დამიპირებდა. ვიფიქრე, ალბათ წამლის მოპარვა უნდა–მეთქი. გვერდით პალატაში როცა ერთ-ერთ პაციენტს წნევას ვუზომავდი, უკნიდან მომეპარა და ხალათით მახრჩობდა. ყელზე ჰქონდა მობჯენილი გადანატეხი თერმომეტრი და „ბრიტვა“. სხვა პაციენტი მომეშველა და გადამარჩინა“, – განაცხადა ასმათ ვარშალომიძემ.
ექთანი ამბობს, რომ რაღაც მომენტში გონებაც დაკარგა.
ამის შემდეგ, სავარაუდოდ, მამაკაცმა სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა. ის კლინიკაშია გადაყვანილი. მას სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არ აქვს.
ბოლნისში ადგილობრივებმა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები ექიმებს არ გაატანეს>>
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 729 ფაქტი გამოავლინა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან შეზღუდვები მოქმედებს.
პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის 88 პირი დააჯარიმა.
დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 641 ფიზიკური პირია დაჯარიმებული.
პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.
თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. თიანეთიდან 29 კილომეტრში 3,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
მიწისქვეშა ბიძგები 04:12 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 8 კმ სიღრმეში მდებარეობდა.
ინფორმაცია ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.
ეს ბოლო 24 საათში მეორე მიწისძვრაა საქართველოში. გუშინ 3,2 მაგნიტუდის მიწისძვრა წალკიდან 16 კილომეტრში, სოფელ მამიშლართან მოხდა.
დასვენება, როგორც ჩანს, პერმანენტულად იქცა - საახალწლო ორკვირიანი „არდადეგები“ უსასრულოდ გრძელდება. მკაცრი შეზღუდვების დაწყებიდან ქვეყანაში შეჩერებულია ბაზრობების, მაღაზიების, რესტორნების, კაფეების, სპორტდარბაზებისა და სხვა ობიექტების მუშაობა. ასევე დაკეტილია სკოლები და საბავშვო ბაღები, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მოქმედებს საკომენდანტო საათი. უამრავი ბიზნესი და ადამიანები მომსახურების სფეროში კარგავენ შემოსავლებს. ისინი, ვინც უკმაყოფილო არიან სიტუაციით, კვირას პროტესტის გამოსახატად ქუჩაში გამოვიდნენ.
კვირას კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ასობით ადამიანმა გააპროტესტა
აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართა
მასში მონაწილეობდნენ სამოქალაქო სექტორის, ოპოზიციის და სხვადასხვა სახის ბიზნესის წარომადგენლები
მათ დიდ ნაწილს ეკეთა პირბადე
აქციაზე წესრიგს პოლიცია უზრუნველყოფდა
აქციის მონაწილეთა ნაწილი თავიდან პარლამენტთან გამოხატავდა პროტესტს
ზამთრის სპორტის მოყვარულებმა აქციაზე შვილებიც მიიყვანეს
მომიტინგეები რუპორებით და პრესის საშუალებით ცდილობდნენ მთავრობისათვის გაეგონებინათ საკუთარი მოთხოვნები
აქციაზე უამრავი ჟურნალისტი და ბლოგერი იმყოფებოდა
აქცია რამდენიმე საათს გაგრძელდა
თუმცა აქტივისტების ნაწილმა გადაწყვიტა მიტინგი კომენდანტის საათის დროს გაეგრძელებინა
ცხრა საათის შემდეგ მათ ჟურნალისტების თანხლებით მსვლელობა გამართეს ცენტრალურ ქუჩებზე, სადაც მოითხოვდნენ კომენდანტის საათის გაუქმებას და აქტივისტი ირაკლი ფანგანის გათავისუფლებას, რომელიც ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატისთვის ნაგვის ურნის სროლისთვის დააკავეს