კორონავირუსის პანდემია

საქართველოში ერთ-ერთი ტაძრის წინამძღვარი კორონავირუსით გარდაიცვალა

130
ბოლო 24 საათში Covid-19-ით 33 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 927-ს მიაღწია. კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა კი რეკორდულად  გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 100 684-ს მიაღწია.

თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის სოფელ გოდოგნის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი შიო (სინატაშვილი) ახალი კორონავირუსით გარდაიცვალა, ნათქვამია „საპატრიარქოს უწყებანის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, 43 წლის მღვდელ-მონაზონ შიოს ვირუსის სიმპტომები ერთი კვირის წინ აღმოაჩნდა. ის სახლში მკურნალობდა და კლინიკას დაგვიანებით მიაკითხა. მას თანმდევი დაავადებებიც აღენიშნებოდა. სასულიერო პირი დღეს გარდაიცვალა.

„ერთი კვირის წინ აღმოაჩნდა სიმპტომები, სახლში მკურნალობდა, არ იყო მძიმედ და არც ელოდა გართულებას. ერთი კვირის წინ დამძიმდა. გადაიყვანეს ქუთაისში კლინიკაში, მაგრამ ვერ მოხერხდა გადარჩენა. მას დიაბეტიც და ასთმაც ჰქონდა და ალბათ, ამან გაართულა“, - განაცხადა ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მთავარუხუცესმა იოანე რევიშვილმა.

საქართველოში Covid-19-ით უკვე ორი სასულიერო პირი გარდაიცვალა. გუშინ, 20 ნოემბერს კორონავირუსით ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი, მეუფე ლაზარე გარდაიცვალა.

საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით 33 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 927-ს მიაღწია. კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა კი ბოლო დღე-ღამეში 3 824-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 100 684-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ 81 783 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

 

 

130
თემები:
COVID-19 საქართველოში (2540)
სახანძრო მანქანა

თბილისში ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა

40
(განახლებულია 15:04 26.11.2020)
ხანძარი სამსართულიანი კორპუსის მეორე სართულზე გაჩნდა. ადგილზე შვიდი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს.

თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. თბილისში, ხორავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი დილით, დაახლოებით 07:30 საათზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად დამწვარია სამსართულიანი კორპუსის მეორე სართული.

ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია შვიდი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.

40
თემები:
შემთხვევები საქართველოში
საპატრულო პოლიცია

დაჭრილი მონადირე, რომელიც მაშველებს ტყიდან გამოჰყავდათ, გარდაიცვალა

89
მამაკაცმა „112“-ში თვითონ დარეკა, მაგრამ მას იმდენად ღრმა ჭრილობა ჰქონდა, რომ ის ტყიდან გამოყვანისას გარდაიცვალა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. დაჭრილი მონადირე, რომელსაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, დაბა ჯვარის ტყეში იარაღი გაუვარდა და თვითდაზიანება მიიყენა, ტყიდან გამოყვანისას გარდაიცვალა, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

გარდაცვლილის ოჯახის წევრების ინფორმაციით, უბედური შემთხვევა დილის საათებში მოხდა. დაჭრილმა „112“-ში თავად დარეკა.

სამაშველო ღონისძიება რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, მასში მაშველთა ჯგუფები და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი იყო ჩართული.

უამინდობის და მიუვალი რელიეფის გამო,  თვითმფრინავმა შემთხვევის ადგილზე დაჯდომა ვერ მოახერხა, რის გამოც ფეხით წასულ მაშველებს და ადგილობრივებს დაჭრილი მამაკაცი ტყიდან საკაცის საშუალებით ფეხით გამოჰყავდათ, თუმცა მონადირე  გზაში გარდაიცვალა. მას ღრმა ჭრილობა მუცლის არეში ქონდა მიყენებული.

გარდაცვლილი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული, თუმცა მანამდე გარდაცვლილის ახლობლებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. ოჯახის წევრები უარს აცხადებდნენ  გარდაცვლილი მამაკაცის ექსპერტიზაზე გადასვენებაზე.

62 წლის მამაკაცი სანადიროდ 23 ნოემბერს წავიდა.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

ნიკა ლატარია

 

89
თემები:
შემთხვევები საქართველოში
დიეგო მარადონა

მარადონას უცნაური ანდერძი: ცნობილია ფეხბურთის ლეგენდის უკანასკნელი ნება

0
ირკვევა, რომ ფეხბურთის ლეგენდამ თავისი უკანასკნელი ნება გარდაცვალებამდე თვენახევრით ადრე გააფორმა ნოტარიულად

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა დიეგო მარადონას უკანასკნელი სურვილი იყო, გარდაცვალების შემდეგ მისი ცხედრისთვის ბალზამირება გაეკეთებინათ და ისე ეჩვენებინათ პუბლიკისთვის, წერს გამოცემა Infobae.

„მე, დიეგო მარადონას, ვიმყოფები რა საღ გონებაზე, მსურს გამოვხატო ჩემი ნება, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: მინდა, რომ სიკვდილის დღეს ჩემი ცხედარი დააბალზამონ და საჯაროდ გამოფინონ“, — ნათქვამია ნოტარიულად გაფორმებულ დოკუმენტში, რომელზეც გარდაცვალებამდე თვენახევრით ადრე, 13 ოქტომბერს მოუწერია ხელი სპორტსმენს.

ირკვევა, რომ არგენტინელი ვარსკვლავი ბალზამირების იდეას მეგობრებთანაც განიხილავდა.

„არ მინდა სტატუა, მე ისინი არ მომწონს, ზოგჯერ ისინი არაფრით ჰგავს ადამიანებს. სიკვდილის დღეს მე თავად მინდა ვიყო იქ, რომ ხალხი მე მომესალმოს“, — უთქვამ მას ახლობლების წრეში, რასაც მარადონას ადვოკატი მატიას მორლაც ესწრებოდა.

ხუთშაბათს ფეხბურთის ლეგენდასთან გამოსამშვიდობებლად, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში იყო დასვენებული, ათობით ათასი ადამიანი მივიდა. ბევრი მათგანი ცერემონიაზე ვერ მოხვდა, რასაც პროტესტები და პოლიციასთან შეტაკებები მოჰყვა.

დიეგო მარადონა ბუენოს–აირესის მახლობლად დაკრძალეს — მშობლების საფლავთან ახლოს.

 

0
თემები:
მსოფლიო დღეს