„ყუმბარა არ ყოფილა“ - რით შეაშინა მძევლები მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელმა

© Sputnik / STRINGERმძევლების აყვანა წერეთლის გამზირზე
მძევლების აყვანა წერეთლის გამზირზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარასკევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შენობაში თავდამსხმელს რამდენიმე საათი მძევლად ცხრა ადამიანი ჰყავდა აყვანილი

თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელს ყუმბარის ფორმის სანთებელა ჰქონდა, რომელიც საფრთხეს არ წარმოადგენდა, განაცხადა მისმა ადვოკატმა გიორგი ჭოჭუამ.

სპეცოპერაცია თბილისში - Sputnik საქართველო
წერეთლის გამზირზე სპეცოპერაცია დასრულდა: შსს განცხადებას ავრცელებს

გუშინ თბილისში, წერეთლის გამზირზე შეიარაღებული პირი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ს შენობაში შეიჭრა და 17 ადამიანი აიყვანა მძევლად.  რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების  შედეგად სამართალდამცველებმა მძევლები გაათავისუფლეს, თავდამსხმელი, 31 წლის ლევან ზურაბაშვილი კი დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადვოკატის განცხადებით, დაკავებულისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ და ის დუმილის უფლებით სარგებლობს.

„ჯერჯერობით, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებით სარგებლობს. მას არ სურს საუბარი, ხვალ შევხვდებით ალბათ და დეტალურად გავისაუბრებთ. როგორც ვიცი, ყველა მძევალი კარგად არის, არავისზე ზეწოლა არ მოუხდენია“, - განაცხადა ჭოჭუამ.

ადვოკატის მტკიცებით, ლევან ზურაბაშვილი ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 144-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0