სპეცოპერაცია თბილისში

წერეთლის გამზირზე სპეცოპერაცია დასრულდა: შსს განცხადებას ავრცელებს

151
(განახლებულია 21:32 20.11.2020)
ამ დროისათვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შენობაში მყოფი ყველა მძევალი თავისუფალია, ხოლო შეიარაღებული თავდამსხმელი – დაკავებული.

თბილისი, 20 ნოემბერი - Sputnik. წერეთლის გამზირზე სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა – შეიარაღებული თავდამსხმელი დაკავებულია და ცხრავე მძევალი გათავისუფლებული, განაცხადა თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ.

მისი განცხადებით, ყველა მძევლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

თბილისში, წერეთლის გამზირზე შეიარაღებული პირი, გავრცელებული ინფორმაციით, ლევან ზურაბაშვილი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ს შენობაში რამდენიმე საათის წინ შეიჭრა და ცხრა ადამიანი აიყვანა მძევლად.

სამართალდამცველები და სპეცდანიშნულების რაზმის წევრები რამდენიმე საათის განმავლობაში ატარებდნენ საგამოძიებო მოქმედებებს.

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ყაჩაღობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო.

 

151
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1213)
ტაქსი

კოვიდინფიცირებულ ტაქსის მძღოლს თბილისში მგზავრები გადაჰყავდა

66
შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს განაგრძობს.

თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე, ტაქსის კოვიდინფიცირებული მძღოლი და მისი თანმხლები პირი დააჯარიმეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

გავრცელებული ინფორმაციით, ორივე  მოქალაქე პოლიციამ იმ დროს დააჯარიმა, როდესაც ისინი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ. 54 და 60 წლის მამაკაცები კოვიდაღრიცხვაზე 2020 წლის 27 ნოემბრიდან იმყოფებიან.

„ორივე მამაკაცი, იზოლაციის ნაცვლად, ქალაქის ქუჩებში ბ.ჭ.-ს სარგებლობაში არსებული ავტომანქანით – ტაქსით გადაადგილდებოდა, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. ამასთანავე, ინფიცირებულ ბ.ჭ.-ს აღნიშნული ტაქსით მგზავრები სისტემატურად გადაჰყავდა“, -აღნიშნულია განცხადებაში.

ღნიშნული პირები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით  დაჯარიმდნენ, რაც იზოლაციის ან კარანტინის წესების დარღვევას გულისხმობს და ფიზიკური პირის 2000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, დაიცვან კანონი და დაემორჩილონ დაწესებულ რეგულაციებს.

66
თემები:
შემთხვევები საქართველოში
მოსამართლის ჩაქუჩი

პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულს აღკვეთის ზომად პატიმრობა შეეფარდა

29
(განახლებულია 20:25 04.12.2020)
ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ ვაშაყმაძემ გავრცელებულ ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით ბოდიში მოიხადა, ხოლო პოლიციელზე თავდასხმის შესახებ ბრალდებას არ ეთანხმება.

თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრს ასლან ვაშაყმაძეს, რომელიც პოლიციელებზე თავდასხმაშია ბრლდებული, ფოთის საქალაქო სასამართლომ დღეს აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სხდომა ონლაინ–რეჟიმში გაიმართა, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორეპონდენტი.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელმა, 36 წლის ვაშაყმაძემ რამდენიმე დღის წინ საკუთარ Facebook-გვერდზე გაავრცელა ვიდეო, რომელშიც აგრესიული და უცენზურო სიტყვებით მოქალაქეებს პოლიციელების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ მოუწოდებდა. კერძოდ, ვაშაყმაძე საზოგადოებას მოუწოდებდა ერთი პოლიციელის დაჭერას და სამაგალითოდ დასჯას. მოგვიანებით ოპოზიციური პარტიის წევრმა ვიდეო წაშალა და ახალი ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც საზოგადოებას ბოდიშს უხდის.

ბრალდების ვერსიით, ამ საქმის გამოძიების ფარგლებში პოლიციის თანამშრომლები ვაშაყმაძეს ქალაქ ფოთში შეხვდნენ, რათა ის მოწმის სახით საგამოძიებო ორგანოში გამოეძახებინათ. ამ დროს ვაშაყმაძე პოლიციელებს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ვაშაყმაძე პოლიციამ 2 დეკემბერს დააკავა.

ბრალდებულის ადვოკატი გიორგი გოგინავა აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა გავრცელებულ ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით ბოდიში მოიხადა, ხოლო ბრალდების მხარის მიერ წაყენებულ პოლიციელზე თავდასხმის შესახებ ბრალდებას არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ამ ბრალდების უსაფუძვლობის დადასტურებას მტკიცებულებების შეგროვებით შეძლებს.

დაცვის მხარე სასამართლოსგან აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს გამოყენებაზე შუამდგომლობდა და მზად იყო, გირაოს სახით უძრავი ქონება წარედგინა.

სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მას საქმის გამოძიების პერიოდში პატიმრობა შეუფარდა.

„დავჩეხოთ და თავი დავუჩეჩქოთ..." – ოპოზიციონერი სკანდალის ობიექტი გახდა>>

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლით და 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით გრძელდება, რაც ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებას და პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დაკავებულს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ნიკა ლატარია

29
თემები:
შემთხვევები საქართველოში
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 5 დეკემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 15:18 02.12.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

  • 5 დეკემბერი, შაბათი. ამ დღეს სატურნი მართავს. კლებადი მთვარე ლომის ნიშანშია.

მთვარე ლომის ნიშანში – ენერგიული. შემოქმედებითი განახლებისა და აღმავლობის დროა. იღვიძებს ოპტიმიზმი, თავდაჯერებულობა, მჭევრმეტყველება, საბრძოლო სული, უმჯობესდება განწყობა, ასევე ჩნდება რისკის სურვილი.

კარგი დღეა პრეზენტაციების, კულტურული, სპორტული და სხვა ღონისძიებების ჩატარებისთვის, ხელმძღვანელობასთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის.

მთვარე ლომის ნიშანში საუკეთესო დღეებია სიყვარულისთვის. „ერთი ნახვით შეყვარება" ყველაზე ხშირად სწორედ ლომის ნიშანში ხდება. ხელსაყრელი დღეა სექსუალური ურთიერთობების, ფლირტისთვის. ურთიერთობები ადვილად ყალიბდება და შემდეგ თანდათანობით შეიძლება მტკიცე კავშირში გადაიზარდოს. ამ დღეებში ყალიბდება ერთობლივი შემოქმედების ურთიერთობების მოდელი, ანუ ძალიან კარგია ერთად წასვლა კულტურულ ღონისძიებებზე.

რეკომენდებულია გუნდური მუშაობა, ფინანსური საკითხების გადაჭრა, აქტიური მუშაობა, ბიზნეს–საქმიანობა, მტკივნეული საკითხების გადაწყვეტა, მნიშვნელოვანი საკითხების მიღება, კავშირების გამტკიცება, ახალი საქმეების დაწყება.

არარეკომენდებულია შურისა და არაკეთილმოსურნეობის გამოჩენა, გარემოებების იმედად ყოფნა, პასიურობა.

ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: წარმატებული და იღბლიანი დროა იმისთვის, რომ სალონს ეწვიოთ. ამ დღეს კარგი იქნება თმის შეღებვაც და დახვევაც, მათ შორის, ქიმიური.

მანიკურის გაკეთებაც შეიძლება, მაგრამ ამ საქმის მიმართ შემოქმედებითი დამოკიდებულება უპრიანი იქნება.

მებაღეობა: ლომი არცთუ ნაყოფიერი ნიშანია. შეიძლება მწვანილეულისა და სამკურნალო მცენარეების გამოშრობა. კარგი დღეებია ზამთრის მარაგის გასაკეთებლად კომპოტებისა და კონსერვების სახით.

შეიძლება ხმელი ტოტების მოშორება ხეებისა და ბუჩქებისთვის, ნესტიან ადგილებში დათესვა მარცვლოვნების, ბალახის დათესვა გაზონებზე, იმ ხილისა და ბოსტნეულის დათესვა–დარგვა, რომლებსაც სინოტივე არ უყვართ. ასევე კარგი დღეა მოწყვისთვის, მავნებლებთან ბრძოლისთვის.

0