სპეცოპერაცია თბილისში

MBC-ს ოფისში მყოფი მძევლების ნაწილმა შენობა დატოვა

49
(განახლებულია 21:28 20.11.2020)
ამ წუთებში წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმდებარედ გზა კვლავ გადაკეტილია და ადგილზე სამართალდამცველები და სპეცდანიშნულების რაზმის წევრები რჩებიან.

თბილისი, 20 ნოემბერი - Sputnik. წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ს ოფისში მყოფმა სამმა მძევალმა შენობა დატოვა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

თბილისში, წერეთლის გამზირზე შეიარაღებული პირი, გავრცელებული ინფორმაციით, ლევან ზურაბაშვილი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ის შენობაში რამდენიმე საათის წინ შეიჭრა და ცხრა ადამიანი აიყვანა მძევლად.

გავრცელებული ინფორმაციით, მომლაპარაკებელმა შენობიდან ორი მამაკაცის და ერთი ქალის გამოყვანა შეძლო. 

ამ წუთებში წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმდებარედ გადაკეტილია გზის სავალი ნაწილი. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და სპეცდანიშნულების რაზმის წევრები.

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო.

 

49
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1209)
პოლიციის ლენტი

ქუთაისის კლინიკიდან გაპარული პაციენტი გარდაცვლილი იპოვეს

11
ოჯახის ინფორმაციით, 76 წლის მამაკაცი ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან 27 ნოემბერს გაუჩინარდა. მან კლინიკა უკანა კარიდან დატოვა. ცხედარი პოლიციამ კლინიკის მახლობლად იპოვა.

 თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. ქუთაისში კლინიკიდან გაუჩინარებული 76 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება პირველი არხი.

ანზორ ლომჯარიას კლინიკა 28 ნოემბერს უნდა დაეტოვებინა, თუმცა ის ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან სამი დღის წინ გაიპარა. სავარაუდოდ, პაციენტი კლინიკის უკანა კარიდან გავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს სიმსივნური დაავადების ფონზე მეხსიერების პრობლემა ჰქონდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, პაციენტის ცხედარი სამართალდამცველებმა კლინიკასთან ახლოს ტყეში აღმოაჩინეს.

ამ დროისთვის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

11
თემები:
შემთხვევები საქართველოში
მიწისძვრის მაგნიტუდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

26
3,1 მაგნიტუდის მიწისძვრის ბიძგბის ეპიცენტრი ქალაქ დმანისიდან დასავლეთით 9 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში, თბილისიდან 64 კილომეტრში, 19:09 საათზე დმანისის მუნიციპალიტეტში 3.1 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა, იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დმანისიდან დასავლეთით 18 კილომეტრში, სოფელი მამიშლარიდან 7კმ კილომეტრში მდებარეობდა. მიწისძვრის ბიძგები 9 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

ინფორმაცია ნგრევისა და დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება.

26
თემები:
შემთხვევები საქართველოში