წერეთლის გამზირზე უცნობი პირები მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრნენ და მძევლები აიყვანეს

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტა
პოლიციის ლენტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და სპეცრაზმის წევრები. იქ იმყოფება ასევე თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი.

თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. თბილისში, წერეთლის გამზირზე შეიარაღებული პირი (პირები) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის MBC შენობაში შეიჭრა და რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანა.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და სპეცდანიშნულების რაზმის წევრები. ადგილზე იმყოფება თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ვაჟა სირაძეც.

წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმდებარედ გადაკეტილია გზის სავალი ნაწილი.

თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელი რამდენიმე პირია, ერთ-ერთს ხელყუმბარა უჭირავს ხელში. 

ამ დროისათვის პოლიციამ ორი მძევლის გათავისუფლება მოახერხა მოლაპარაკებების გზით, თუმცა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შენობაში კიდევ რჩებიან ადამიანები.

შსს ჯერჯერობით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.

მასმედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტერიტორიიდან, სავარაუდოდ, ადამიანების ევაკუაციას მოახდენენ. ადგილზე ემატებიან სპეცრაზმელები და სამართალდამცველები.

ყველა ახალი ამბავი
0