რუსთავში მეშვიდე სართულიდან სამ წლამდე ბავშვი გადმოვარდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბავშვი კლინიკაში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. რუსთავში საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულის აივნიდან სამ წლამდე ბავშვი გადმოვარდა, იუწყება ქართული მასმედია.

შემთხვევა რუსთავის მე-19 მიკრორაიონში დღეს, დილით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი სხეულის მრავლობითი დაზიანებებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ  კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანების მიყენებას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0