ხაშურში საზარელი ავარია მოხდა - დაიღუპა ორი ადამიანი

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ხეს შეეჯახა, ადგილზე დაიღუპა ორი ადამიანი, კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა

თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. ხაშურში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

ტელეარხ „ფორმულას“ ინფორმაციით, ავარია გვიან ღამით მოხდა. დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ხეს შეეჯახა. ერთი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ტრანსპორტის მოძღაობა სანაპიროზე პიკის საათში - Sputnik საქართველო
ცხრა თვეში საქართველოს გზებზე ავარიებში 337 ადამიანი დაიღუპა

შსს-ში გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 275-ე მუხლის მე-6 პუნქტით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

საქართველოში 2020 წლის ცხრა თვეში ავარიებმა 337 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის 17 ბავშვია.

სულ ამ პერიოდში მოხდა 3 644 ავარია, რომელსაც მძიმე შედეგები მოჰყვა. ავარიების ნახევარი თბილისში მოხდა. დანარჩენი ავარიები რეგიონებში მოხდა. საქართველოში ავტოავარიების ყველაზე ხშირი მიზეზია შემხვედრ ზოლზე გასვლა ან გასწრების წესების დარღვევა.

ყველა ახალი ამბავი
0