პოლიციის განყოფილება

თემქაზე მამაკაცი ჯერ მოკლეს, შემდეგ მისი ცხედრის დაწვა სცადეს

123
(განახლებულია 20:41 14.11.2020)
შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ცეცხლმოკიდებულ სახლში გარდაცვლილი შუახნის მამაკაცის ცხედარი დახვდათ

თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. თემქაზე შუახნის მამაკაცი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით მისი დაწვა სცადეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

მომხდარ ფაქტზე სამართალდამცველებმა დაკავებულია ერთი მამაკაცი.

შემთხვევა 13 ნოემბრის ღამეს მოხდა. ადგილობრივები იხსენებენ, რომ მათ კვამლის სუნი იგრძნეს, რის შემდეგაც გამოიძახეს სახანძრო სამაშველო ბრიგადა და პოლიცია. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს კი ცეცხლმოკიდებულ სახლში გარდაცვლილი შუახნის მამაკაცის ცხედარი დახვდათ.

დანაშაულის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

გავრცელებული ინფორმაციით, გამოკითხვაზე გადაყვანილია ერთი ქალი, რომელიც მომხდართან დაკავშირებით, დეტალურ ინფორმაციას ფლობს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

123
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1205)
გაზქურა

აჭარისა და გურიის რეგიონებს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდათ

10
(განახლებულია 11:37 28.11.2020)
დაზიანების აღსადგენად ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურის ტექნიკური ჯგუფები მაქსიმალურად არიან მობილიზებული, აცხადებენ სამინისტროში

თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდათ აჭარისა და გურიის რეგიონებს, ინფორმაციას საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დაზიანება „ქუთაისი-სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 500 მმ განშტოებაზე მოხდა.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დაზიანების აღსადგენად ადგილზე მობილიზებულია ტექნიკური ჯგუფები და მიმდინარეობს გადაუდებელი სამუშაოები.

სამუშაოებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ახორციელებს.

 

10
თემები:
შემთხვევები საქართველოში
დაკავება

საქართველოში ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს - ვიდეო

33
(განახლებულია 10:20 28.11.2020)
დაკავებულმა თანამზრახველებთან ერთად შვეიცარიის ტერიტორიაზე 17 ძვირადღირებული ავტომობილი გაიტაცა და გაასაღა

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ლუქსემბურგის მიერ ინტერპოლის არხებით ძებნილი და ევროპის მასშტაბით განსაკუთრებული სტატუსით ძებნილთა სიაში მყოფი 48 წლის პირი დააკავეს, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.

დაკავებული უკრაინის მოქალაქეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა  ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით ჩაატარეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ დ. კ., თანამზრახველებთან ერთად, 2019 წლის სექტემბერ-დეკემბრის პერიოდში, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ტერიტორიაზე, 17 ძვირადღირებული ავტომობილი გაიტაცა. შემდეგ კი, დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის წევრებთან ერთად უკანონოდ დაუფლებული ქონების - ავტომობილების ლეგალიზება მოახდინა.

დაკავებულს ბრალი ედება ლუქსემბურგის სსკ-ის 51-ე, 322-ე, 324 - პრიმა 2, 461-ე, 467-ე და 5061-ე მუხლებით, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ქურდობას, კრიმინალური ორგანიზებული დაჯგუფების შექმნა/წევრობას და ფულის გათეთრებას გულისხმობს.

33
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1205)