ტეპლოვიზორი

ქვედა საცვლებით სავსე ჩემოდნით: საქართველოს მოქალაქე ქალი გერმანიაში არ შეუშვეს

813
(განახლებულია 23:04 11.11.2020)
გერმანიის სასაზღვრო პოლიციამ ახალგაზრდა ქალის ვიზიტის მიზნის უტყუარობაში ეჭვი შეიტანა და ის ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეუშვა

თბილისი, 11 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ჩემოდანში მეტისმეტად დიდი რაოდენობით ქვედა საცვალი აღმოუჩინეს, გერმანიაში არ შეუშვეს.

როგორც გერმანული გამოცემა SZ.de იუწყება, საქართველოს მოქალაქე ამტკიცებდა, რომ გერმანიაში ქირურგიული ოპერაციისთვის ჩავიდა, მაგრამ მას არ დაუჯერეს და ქვეყანაში არ შეუშვეს. გერმანულ პოლიციას ეჭვი ახალგაზრდა ქალის ჩემოდნის შიგთავსმა აღუძრა, რომელშიც დიდი რაოდენობით ქვედა საცვალი ელაგა, რაც არანაირად არ მიუთითებდა ექიმთან დანიშნულ ვიზიტზე.

პოლიციამ არ დაუჯერა 29 წლის ქალს, რომელიც მიუნხენის აეროპორტში ჩავიდა, მიუხედავად იმისა, რომ მან წარადგინა ცნობა, რომლის თანახმადაც, ნიურნბერგის კლინიკაში მისთვის რთული ქირურგიული ოპერაცია უნდა გაეკეთებინათ. ყველაფერი იმაზე მიანიშნებდა, რომ ქალი გერმანიაში სხვა მიზნით, კერძოდ, პროსტიტუციით ფულის საშოვნელად იყო ჩასული.

გერმანული მასმედიის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის დეპორტაციის მიზეზი მეტად პიკანტური იყო - ახალგაზრდა ქალს ჩემოდანში იმაზე მეტი ქვედა საცვალი აღმოაჩნდა, ვიდრე ოპერაციის შემთხვევაში დასჭირდებოდა.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო გერმანიაში შესასვლელად საფუძვლიანი მიზეზია საჭირო. ერთ-ერთი მათგანი - ექიმთან ვიზიტია.

813
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1960)
გაზქურა

აჭარისა და გურიის რეგიონებს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდათ

22
(განახლებულია 11:37 28.11.2020)
დაზიანების აღსადგენად ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურის ტექნიკური ჯგუფები მაქსიმალურად არიან მობილიზებული, აცხადებენ სამინისტროში

თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდათ აჭარისა და გურიის რეგიონებს, ინფორმაციას საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დაზიანება „ქუთაისი-სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 500 მმ განშტოებაზე მოხდა.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დაზიანების აღსადგენად ადგილზე მობილიზებულია ტექნიკური ჯგუფები და მიმდინარეობს გადაუდებელი სამუშაოები.

სამუშაოებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ახორციელებს.

 

22
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1960)
დაკავება

საქართველოში ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს - ვიდეო

35
(განახლებულია 10:20 28.11.2020)
დაკავებულმა თანამზრახველებთან ერთად შვეიცარიის ტერიტორიაზე 17 ძვირადღირებული ავტომობილი გაიტაცა და გაასაღა

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ლუქსემბურგის მიერ ინტერპოლის არხებით ძებნილი და ევროპის მასშტაბით განსაკუთრებული სტატუსით ძებნილთა სიაში მყოფი 48 წლის პირი დააკავეს, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.

დაკავებული უკრაინის მოქალაქეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა  ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით ჩაატარეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ დ. კ., თანამზრახველებთან ერთად, 2019 წლის სექტემბერ-დეკემბრის პერიოდში, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ტერიტორიაზე, 17 ძვირადღირებული ავტომობილი გაიტაცა. შემდეგ კი, დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის წევრებთან ერთად უკანონოდ დაუფლებული ქონების - ავტომობილების ლეგალიზება მოახდინა.

დაკავებულს ბრალი ედება ლუქსემბურგის სსკ-ის 51-ე, 322-ე, 324 - პრიმა 2, 461-ე, 467-ე და 5061-ე მუხლებით, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ქურდობას, კრიმინალური ორგანიზებული დაჯგუფების შექმნა/წევრობას და ფულის გათეთრებას გულისხმობს.

35
თემები:
კრიმინალი საქართველოში
სტაციონარი კოვიდინფიცირებულთათვის

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: მძიმე მდგომარეობაშია პაციენტების 4,6%

0
(განახლებულია 12:07 28.11.2020)
საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 123 470-ს შეადგენს. ამ დროისათვის კი 20 393 აქტიური შემთხვევაა.

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის დადასტურებული 4 472 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1 784 შემთხვევა კვლავ თბილისში გამოვლინდა, ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, მესამეზე კი იმერეთია.

დანარჩენ რეგიონებში ახალი შემთხვევების რაოდენობა შემდეგია:

აჭარა – 683, იმერეთი – 662, ქვემო ქართლი - 292, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 247, კახეთი - 228, შიდა ქართლი - 192, მცხეთა-მთიანეთი -127, გურია - 123, სამცხე-ჯავახეთი-93, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 41.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 34 პაციენტი. ქვეყანაში კორონავირუსის დიაგნოზით ჯამში 1 195 ადამიანი გარდაიცვალა.

ამ დროისათვის საქართველოში 20 393 აქტიური შემთხვევაა.

კოვიდ–კლინიკებში მოთავსებულია 6 286 ადამიანი. მათ შორის, თბილისში - 2 760, აჭარაში -1 016, იმერეთში -1 201.

კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 3 844 ადამიანი, მათ შორის 1291 - თბილისში, 1 998 - აჭარაში, 285 - იმერეთში.

საცხოვრებელ ბინაზე მკურნალობს კურსს გადის 10 263 პირი, რაც აქტიური შემთხვევების თითქმის 50%-ს შეადგენს.

ამ ეტაპზე მძიმე მდგომარეობაშია 942 პაციენტი (აქტიური შემთხვევების 4,6%), მათ შორის, თბილისში - 429, აჭარაში -150, იმერეთში - 214.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 421 პირი, მათგან თბილისში - 179, აჭარაში - 119, იმერეთში - 41.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 076 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 416, აჭარაში - 1 049, ხოლო იმერეთში - 35.

თვითიზოლაციაში იმყოფება 56 041 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 132 პირი, აჭარაში - 14 670, იმერეთში - 4 765.

ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 127 942-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4 058 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 106 328-მდე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში