თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა ხაშურში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 54 წლის მამაკაცი დაკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, მამაკაცმა მეზობლად მცხოვრები არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.