„სარფის“ საბაჟო გამშვეიბ პუნქტი

საქართველოში 10 ტონა პოლიეთილენის უკანონო შემოტანა აღკვეთეს

74
(განახლებულია 21:56 10.11.2020)
უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ტრაილერის მძღოლს საქართველოს ტერიტორიაზე პოლიეთილენი შემოჰქონდა, რომელზეც ჩენს ქვეყანაში აკრძალვა მოქმედებს

თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ არადეკლარირებული საქონლის შემოტანის მცდელობის ფაქტი გამოვლინდა, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

მებაჟე ოფიცრებმა „ბათუმის" ეკონომიკურ ზონაში საქონლის ვიზუალური დათვალიერების შედეგადაც 10740 კილოგრამი არადეკლარირებული საქონელი გამოავლინა. საუბარია პოლიეთილენის ფირზე, რომლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 60,1 ათასი ლარი შეადგინა.

საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

2019 წლის 1 აპრილიდან საქართველოში აიკრძალა ნებისმიერი სისქის პოლიეთილენის პარკების გამოყენება, წარმოება, რეალიზაცია და იმპორტი.

ამჟამად დაშვებულია მხოლოდ ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოება, იმპორტი და მომხმარებლებისთვის შეთავაზება. აკრძალვის მთავარ მიზანს გარემოს დაბინძურების შემცირება წარმოადგენს.

74
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1958)
დიღმის მასივის მესამე კვარტალში საქართველოს ბანკის ექსპრეს-ფილიალი დააყაჩაღეს

შეიარაღებულმა მამაკაცმა დიღმის მასივში ბანკიდან თანხა გაიტაცა

72
(განახლებულია 17:56 27.11.2020)
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ–კრიმინალისტები არიან მობილიზებული. მომხდარზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. დიღმის მასივში, რობაქიძის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს–ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და თანხა გაიტაცა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.

თვითმხილველების განცხადებით, შეიარაღებულმა ნიღბიანმა მამაკაცმა მოლარე–ოპერატორს იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვა. მას შემდეგ, რაც მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მამაკაცმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლო.

გატაცებული თანხის ოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.

ამჟამად ადგილზე ექსპერტ–კრიმინალისტები არიან მობილიზებული.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც "ყაჩაღობას" გულისხმობს.

72
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1958)
პოლიცია

ტრაგედია ქარელში: რა გახდა ახალგაზრდების გარდაცვალების მიზეზი

77
(განახლებულია 16:00 27.11.2020)
მომხდარ ფაქტზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო. გარდაცვლილთა ცხედრები ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. ქარელში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ორი გარდაცვლილი და ერთი უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი იპოვეს, იუწყება „პირველი არხი“.

სავარაუდოდ, ტრაგედიის მიზეზი ახალგაზრდების მიერ ნაქირავებ ბინაში ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.

ამჟამად უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ქარელის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

77
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1958)
ბაკურიანი

ბაკურიანი 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელი იქნება

0
ყველა სახელმწიფო დაწესებულება მთლიანად უჭერს მხარს საქართველოში სპორტის ზამთრის სახეობებისა და ტურიზმის განვითარების პროექტს EYOF Winter 2025

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. ბაკურიანმა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი ოფიციალურად მიიღო. გადაწყვეტილება დღეს ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) 49-ე გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს, იუწყება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი (სეოკ–ი).

EBRD ბაკურიანში ინფრასტრუქტურულ პროექტს დააფინანსებს>>

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ევროპის ოლიმპიურმი კომიტეტების ასოციაციამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით შექმნა. ესაა რეგიონული საერთაშორისო კომპლექსური სპორტული შეჯიბრებები ახალგაზრდა სპორტსმენებს შორის EOC–ს ასოციაციის 50 ქვეყნიდან. როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ფესტივალი ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.

როგორც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილებას ონლაინ–ფორმატში ჩატარებული ფორუმის ყველა დელეგატმა დაუჭირა მხარი. დელეგატებმა მანამდე სამწუთიანი ვიდეორგოლი ნახეს, რომელიც საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა წარადგინა.

„ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 2019 წლის 30 ივლისს გამართულმა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის რიგგარეშე სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება 2025 წლის ზამთრის მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის უფლების მისაღებად ოფიციალური განაცხადი წარედგინა ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებში (EOC).

2020 წლის თებერვალში საქართველოში ჩამოვიდა EOC-ის შემფასებელი კომისია, რომლის წევრებმაც მოინახულეს ბორჯომი და ბაკურიანი“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომისიის მიერ მომზადებულ შემაჯამებელ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ყველა სამთავრობო სტრუქტურა სრულ მხარდაჭერას უცხადებს ზამთრის 2025 წლის EYOF-ის პროექტს საქართველოში ზამთრის სპორტის სახეობებისა და ტურიზმის წარმოჩენის მიზნით“.

გაზაფხულს შემდეგ სეოკ-თან შექმნილ სამუშაო ჯგუფს აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა საქართველოს მთავრობასთან, EOC-ის შესაბამის სამსახურთან, ზამთრის სახეობების ფედერაციებთან და ადგილობრივ ექსპერტებთან. „ამ ერთობლივმა მუშაობამ კარგი შედეგი გამოიღო“, აღნიშნავენ სეოკ–ში.

საქართველომ 2015 წელს პირველად უმასპინძლა ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო დაახლოებით 4 ათასი სპორტსმენი 50 ქვეყნიდან.

0
თემები:
სპორტის ამბები