თბილისის საქალაქო სასამართლო

ისნის საოლქო კომისიასთან დაკავებულ ექვს პირს პატიმრობა შეეფარდა

43
(განახლებულია 20:06 10.11.2020)
ადვოკატის განცხადებით, არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს.

თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან ადმინისტრაციული წესით დაკავებული შვიდი პირიდან ექვსს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ერთის მიმართ კი სამართალწარმოება შეწყდა, იუწყება „პირველი არხი“.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო. ექვსი დაკავებულიდან ხუთს სამდღიანი პატიმრობა, ერთს კი ხუთდღიანი პატიმრობა შეეფარდა.

„არ იყო არც ერთი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს. დღეს სასამართლომ საქართველოს სახელით გამოტანილი გადაწყვეტილებით ქვეყანას აცნობა, რომ ამ ქვეყანაში პროტესტი არის დასჯადი“, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი ცობეხიამ.

ოპოზიციის ხმაურიანი აქციები გაიმართა საოლქო საარჩევნო კომისიების ოფისებთან, როდესაც საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეჯამება მიმდინარეობდა, მათ შორის, 4 ნოემბერს – ისნის კომისიასთან. ისნის საოლქო კომისიასთან შვიდი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

„დაუმორჩილებლობის ღამე" ბათუმში: შსს–მ კანონდამრღვევებს ჯარიმები გამოუწერა>>

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართა, რომლის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და მას არალეგიტიმურს უწოდებს. ისინი პროტესტის ნიშნად სადეპუტატო მანდატებზე უარს აცხადებენ და არც არჩევნების მეორე ტურში გეგმავენ მონაწილეობის მიღებას. ოპოზიცია რამდენიმე დღეა თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციებს მართავს.

43
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1973)
დაკავება

დიღომში „საქართველოს ბანკის“ ფილიალი შსს–ს თანამშრომელმა დააყაჩაღა

35
(განახლებულია 17:13 03.12.2020)
ვინაიდან ბრალდებული დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელია, საქმე გამოსაძიებლად საქართველოს პროკურატურას გადაეცა.

თბილისი, 3 დეკემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა დიღმის მასივში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს–ფილიაზე შეიარაღებული თავდასხმის ბრალდებით 39 წლის მამაკაცი დააკავა, ნათქვამია შსს–ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

გამოძიების ცნობით, 27 ნოემბერს ბრალდებული „ექსპრეს–ფილიალში შეიჭრა, იარაღის მუქარით მოლარეს 10 ათას ლარზე მეტი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავა. იგი შსს–ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი აღმოჩნდა.

დაკავებულის პირადი ჩხრეკისას პოლიციამ ნივთმტკიცების სახით დანაშაულის ჩადენის იარაღი - ხმოვანი პისტოლეტი და გატაცებული თანხის ნაწილი ამოიღო. დაკავებული  დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის  179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული რვიდან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

35
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1973)
ხელბორკილები

პოლიციამ თბილისის ზღვის ჰოსპიტალზე თავდასხმის საქმეზე ორი პირი დააკავა

31
თბილისის ზღვის ჰოსპიტალზე თავდასხმა პირველ დეკემბერს მოხდა. შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა მიმღების სალაროდან 3500 ლარი გაიტაცეს და ადგილიდან მიიმალნენ

თბილისი, 3 დეკემბერი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისის ზღვის ჰოსპიტლის ყაჩაღობის ბრალდებით ორი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულები წარსულში სხვადასხვა დანაშაულებისთვის არიან ნასამართლევი. გამოძებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის პირველ დეკემბერს, „ტტ“-ს სისტემის პისტოლეტითა და სანადირო თოფით შეიარაღებული 1984 წელს დაბადებული ვ.ნ. და 1973 წელს დაბადებული ი.წ. ყაჩაღურად თავს დაესხნენ თბილისის ზღვის ჰოსპიტალს.

გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ თავამსხმელებმა ჰოსპიტლის დაცვის თანამშრომლის მიმართულებით რამდენიმეჯერ გაისროლეს, რის შედეგადაც მიმღების შესასვლელი კარის მინა დაზიანდა. მათ მიმღები განყოფილების სალაროდან 3500 ლარი გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ

სამართალდამცველებმა ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყაჩაღობაში მონაწილე პირები შემთხვევიდან ორ დღეში დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

31
თემები:
კრიმინალი საქართველოში
ნატოს სწავლებები შავ ზღვაზე

მოსაზრება: ნატო შავ ზღვაზე გადის - შეავიწროებს თუ არა ალიანსი რუსეთს ყირიმში

0
(განახლებულია 17:42 03.12.2020)
ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა რეფორმები წამოიწყო, სანამ ჯო ბაიდენი თეთრ სახლში შევა. სამიტზე, რომელიც გუშინ დამთავრდა, საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორგანიზაციის ფუნდამენტურ პრინციპებს გადახედეს და გადააკეთეს მისი მუშაობა.

გალია იბრაგიმოვა

უწინდებური მხოლოდ მთავარი პრობლემები დარჩა —  რუსეთი და ჩინეთი. როგორ აპირებს ნატო „რუსული საფრთხის“ შეკავებას?

კრიზისებზე ნატოს ადაპტირება

იენს სტოლტენბერგი საგარეო უწყებების ხელმძღვანელებთან ვიდეოშეხვედრისთვის განსაკუთრებულად გულმოდგინედ ემზადებოდა. ეს მინისტრების დონეზე ბოლო შეხვედრაა ყოველწლიური სამიტის წინ, რომელიც წლის დასაწყისისთვის იგეგმება. დღის წესრიგის წინასწარ შემუშავება და დაგროვილ საკითხებზე მსჯელობა ორგანიზაციის წევრების მოულოდნელი ნაბიჯებისგან თავის დაზღვევას ნიშნავს. მით უმეტეს, რომ ამის პრეცედენტები ყოფილა.

მაგალითად, გასული წლის შეხვედრის წინ ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „ნატოს ტვინი მოკვდა“. ამან მისცა კიდეც ტონი დისკუსიებს და მთელი გეგმები არია. ალიანსის წევრები გაცხარებით უმტკიცებდნენ საფრანგეთის ლიდერსა თუ ერთმანეთს, რომ ბლოკში ყველაფერი წესრიგში იყო.

ტრანსატლანტიკური სოლიდარობის მთავარ სკეპტიკოსად დონალდ ტრამპი რჩებოდა. ალიანსის დასკვნის საპასუხოდ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია რუსეთის, ჩინეთისა და ირანის შეკავება, აშშ–ის პრეზიდენტმა თავდაცვაზე შენატანების გაზრდა მოითხოვა. საგარეო გამოწვევებთან ძირითადად ამერიკის სამხედრო პოტენციალის ხარჯზე ბრძოლა მას არარაციონალურად მიაჩნდა.

მომავალ სამიტზე აშშ ჯო ბაიდენმა უნდა წარმოადგინოს და ალიანსის გენმდივანს იმედი აქვს, რომ „ნორმალურობას“ დაუბრუნდებიან. ამაში სტოლტენბერგი იმას გულისხმობს, რომ ამერიკელები ბლოკის წევრებთან სამხედრო–პოლიტიკური მოკავშირეობის მნიშვნელობას დაადასტურებენ.

მეტი დამაჯერებლობისთვის გენერალურმა მდივანმა ანალიტიკოსებს მიმართა, რათა მათ ორგანიზაციის შიგნით არსებული პრობლემები განეხილათ, მათი გადაწრის გზები წარმოედგინათ და უახლოესი ათი წლის ამოცანები მოენიშნათ. ეს შრომა გაფორმდა მოხსენებაში მეტყველი სათაურით „ნატო 2030“.

ექსპერტთა პროექტების შესწავლითა და მათი კორექტირებით საგარეო საქმეთა მინისტრებიც დაკავდნენ. შეხვედრის ყველა მონაწილემ, საფრანგეთის ჩათვლით, აღიარა, რომ „ტვინის სიკვდილი“ ალიანსს არ ემუქრება, მაგრამ რეფორმები არ აწყენდა.

„მნიშვნელოვანია თავდაცვითი კავშირის ადაპტირება საერთაშორისო მდგომარეობასთან. კრიზისულ სიტუაციებში ნატო უნდა მოქმედებდეს ოპერატიულად და შეკრულად, მაშინაც კი, თუ ამას ფუნდამენტური პრინციპების დარღვევა მოჰყვება“, — ნათქვამია დოკუმენტში.

მთავარი, რის გადახედვასაც სთავაზობენ ექსპერტები, ეს ვეტოს უფლებაა: ამით ახლა თანაბრად სარგებლობს ნატოს ყველა წევრი. „თუ ერთხმიანი კენჭისყრა შეიზღუდება, მაშინ დაძაბულობა ალიანსის შიგნით შემცირდება“, — ვარაუდობენ მკვლევარები.

მაგრამ მათ დასკვნებს ყველა მინისტრი არ დაეთანხმა — თუმცა იდეები ნოვატორულად მიიჩნიეს.

და კვლავ „მოსკოვის ხელი“

სამაგიეროდ საგარეო საფრთხეებზე ყველა წევრი ერთი აზრისაა: ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის მთავარ გამოწვევებად კვლავ რუსეთი და ჩინეთი რჩებიან.

„მოსკოვი ბირთვული იარარის მოდერნიზებას ახდენს და ახალ რაკეტებს განალაგებს უკიდურესი ჩრდილოეთიდან სირიასა და ლიბიამდე. რუსეთის ყოფნა ბელორუსიაში და მთიან ყარაბაღში კრიზისების შედეგადაც გაძლიერდა“, — განაცხადა სტოლტენბერგმა.

„კრემლი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე ჰეგემონიისკენ მიისწრაფვის და არღვევს მათ სუვერენიტეტს. ნატოსთვის მნიშვნელოვანია, ადაპტირდეს ახალ გარემოებასთან, რომელშიც კვლავ დაბრუნდა მუდმივად აგრესიულ რუსეთთან მეტოქეობა“, — იმეორებენ გენმდივნის კვალდაკვალ მოხსენების ავტორები.

მუშაობა „რუსული საფრთხის გასანეიტრალებლად“ უკვე მიმდინარეობს. ამის მაგალითად სტოლტენბერგმა ნატოს საქართველოსთან და უკრაინასთან თანამშრომლობა დაასახელა. ახლა ორივე სახელმწიფო ალიანსის პარტნიორები არიან ფართო შესაძლებლობებით. ეს დასავლურ ტექნოლოგიებსა და სადაზვერვო ინფორმაციაზე წვდომას მოიაზრებს, თუმცა ბლოკის სრულფასოვან წევრობას არ ნიშნავს.

რუსეთის შესაკავებლად ალიანსი აპირებს, გააფართოვოს თავისი სამხედრო ყოფნა შავ ზღვაზე — რუსეთის „ ყირიმში გაძლიერებული ყოფნის“ პასუხად. დეტალები ჯერჯერობით არ საჯაროვდება.

შავი ზღვის პრიორიტეტები

„ნატოს მთავარი ამოცანაა, მოემზადოს აშშ–ის პრეზიდენტის შეცვლისთვის. ბლოკში იმედი აქვთ, რომ ბაიდენი ხელს შეუწყობს კონსოლიდაციას და ტრამპის დროს გაჩენილი პრობლემები გაქრება. მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა, რომ ახალმა ლიდერმა წინამორბედის ყველა მემკვიდრეობაზე უარი თქვას. ის ნამდვილად მოითხოვს, რომ ყველა წევრმა თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის 2% შეიტანოს ბლოკის თავდაცვის ყულაბაში“, — მიაჩნია რუსეთის საერთაშორისო საქმეთა საბჭოს გენერალურ დირექტორ ანდრეი კორტუნოვს.

პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ ბაიდენის მოსვლა არ შეცვლის დაზაბულობას ნატო–რუსეთის ურთიერთობებში.  თუმცა, მოსკოვის საერთაშორისო პრობლემების ფართო წრეში გარევის გათვალისწინებით, ალიანსი ვერ შეძლებს დიალოგის იგნორირებას — თუნდაც სამხედროების დონეზე.

შავი ზღვის პობლემატიკას ნატოს დღის წესრიგში კორტუნოვი იმით ხსნის, რომ რუსეთის გავლენა კავკასიაზე ძლიერდება: „ომი მთიან ყარაბაღში და რუსი სამშვიდობოების შესვლა ალიანსის ყურადღების მიღმა არ დარცენილა. ეს ტერიტორიები შავი ზღიდან შორს არაა, რომელსაც ნატოელები თავისი ინტერესების ზონად მიიჩნევენ. იქ მოსკოვის გაძლიერება პოტენციურ გამოწვევად ფასდება. აქედანაა განცხადებები შავი ზღვის რეგიონის პრიორიტეტულობაზე“.

თუმცა ექსპერტი დარწმუნებულია, რომ რუსეთი ნატოსთვის რისკის ერთადერთი ფაქტორი არ არის შავი ზღვის აკვატორიაში. „მათი გეგმები, განმტკიცდნენ შავი ზღვის რეგიონში იმდენად მოსკოვის წინააღმდეგ არ არის მიმართული, რამდენადაც ანკარისა, — ფიქრობს ის. — მიუხედავად ბლოკის წევრობისა, თურქეთის პოზიცია მთელ რიგ საკითხებში განსხვავდება საერთო აზრისგან. ერდოღანს უთანხმოება აქვს საბერძნეთთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან და აშშ–თანაც კი. მაგრამ ნატოს თურქეთის ალიანსში დაბრუნება სურს. კიდევ ერთი მიზანი — ეს თურქეთის რუსეთთან შემდგომი დაახლოების შეკვეცაა“.

ნატოს შავი ზღვის დღის წესრიგით უკრაინაც პედალირებს. ამასთან ალიანსთან ურთიერთობის მთავარ თემად რუსეთის ყირიმში სამხედრო ყოფნის გაძლიერება იქნება, მიაჩნია ექსპერტს.

„ნახევარკუნძულზე ახალი ობიექტების მშენებლობას კიევი ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის მორიგ საფრთხეებად წარმოაჩენს. უკრაინის ხელისუფლება კვლავ განაგრძობს მტკიცებას, რომ ყირიმში რუსული საბრძოლო სისტემების განთავსება ის პრობლემაა,  რომელიც გაძლიერებულ ყურადღებას მოითხოვს“, — არ გამორიცხავს კორტუნოვი.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

0