დრონი

პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის ერთ-ერთ მონაწილეს თავზე დრონი დაეცა

152
(განახლებულია 20:49 08.11.2020)
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ვის ეკუთვნოდა დრონი, ჯერჯერობით უცნობია.

თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. თბილისში, პარლამენტის წინ მდებარე საპროტესტო აქციაზე ერთ-ერთ მონაწილეს თავზე დრონი დაეცა, იუწყება Sputnik-საქართვეკლოს კორესპონდენტი.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ვის ეკუთვნოდა დრონი, ჯერჯერობით უცნობია.

ოპოზიციაში განაცხადეს, რომ დრონიმ იმიტომ ჩამოვარდა, რომ ხელისუფლება სიგნალს ახშობს.

გარდა ამისა, აქციაზე სხვა ინციდენტიც მოხდა. აქციის მიმდინარეობისას ერთ-ერთმა პირმა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერის, გიგი უგულავას მიმართულებით წიგნი ისროლა, რასაც მცირე დაპირისპირება მოჰყვა.

აღნიშნული პიროვნება სამართალდამცველებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან განარიდეს.

 

 

 

152
თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (94)
პატრული

შეიარაღებული თავდასხმა კლინიკაზე პოლიცია დამნაშავეებს ეძებს

21
(განახლებულია 12:49 01.12.2020)
წინასწარი მონაცემებით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ჯერჯერობით უცნობია რა გახდა თავდასხმის მიზეზი

თბილისი, 1 დეკემბერი  – Sputnik. „თბილისის ზღვის ჰოსპიტალზე“ შეიარაღებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილ პირთა დაკავების მიზნით, პოლიცია ინტენსიურ ოპერატიულ–საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებს.

თავდამსხმელთა რაოდენობისა და თავდასხმის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

წინასწარი მონაცემებით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

მომხდარზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

21
თემები:
შემთხვევები საქართველოში
პატრული

„ფული მოიტანეთ, თორემ კბილებს დაგაძრობთ“: შვილების ტრეფიკინგის ბრალდებით მამა დააკავეს

37
(განახლებულია 12:14 01.12.2020)
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს სასჯელის სახით 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით 38 წლის მამაკაცი თბილისში დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

ბრალდებული საკუთარ არასრულწლოვან შვილებს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, მოწყალების თხოვნის გზით თანხის შეგროვებას და მისთვის გადაცემას აიძულებდა.

გამოძიების ინფორმაციით, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მამაკაცი საკუთარ შვილებს ფიზიკურად უსწორდებოდა. 

შსს–მ გაავრცელა ვიდეოკადრები, რომელშიც მამაკაცის არასრულწლოვნებთან საუბარია ჩაწერილი და ასევე დაფიქსირებულია თუ როგორ ითხოვენ ბავშვები მოწყალებას ქუჩაში.

„მომისმინეთ, ფული მთლიანად მომიტანეთ. თუ საკმარისი აქ იქნება, კბილებს დაგაძრობთ“, –  მიმართავს მამაკაცი ბავშვებს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143 პრიმა-ორი მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ შრომით ექსპლუატაციას გულისხმობს.

დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

37
თემები:
შემთხვევები საქართველოში
თუ ვარჯიშობთ, მაგრამ წონაში არ იკლებთ, ესე იგი, მსუბუქი ცხიმი მძიმე კუნთებმა ჩაანაცვლა

რატომ ვერ ვიკლებთ წონაში დიეტის მიუხედავად

0
(განახლებულია 12:27 01.12.2020)
ხშირია, როდესაც წონეში კლების მსურველები ხანგრძივი დიეტების მიუხედავად, სასურველ შედეგს ვერ აღწევენ. რა არის დიეტის დაბალი ეფექტურობის მიზეზი და როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში, Sputnik საქართველოთან ექიმი-ენდოკრინოლოგი თინათინ კაჭარავა საუბრობს

ნატა პატარაია

- რატომ ვერ ვიკლებთ  წონაში დიეტის მიუხედავად?

- მოდით პირველ რიგში განვმარტოთ რას ნიშნავს ტერმინი დიეტა. დიეტა ეს არის სწორი დაბალანსებული, მრავალფეროვანი, ჯერადი კვება. უმეტეს შემთხვევაში ადამიანი აღნიშნავს, რომ არის დიეტაზე და ვერ იკლებს, მაგრამ რეალურად ამ დროს იკვებება დღეში ერთხელ და თვლის რომ ის არის სწორ კვებაზე და უკვირს რატომ ვერ იკლებს.

ასევე ხშირად ხდება, როცა მოდის პაციენტი და ყვება, რომ რაღაც პერიოდი მონოდიეტაზე იმყოფება, ანუ იღებს მხოლოდ ერთი სახეობის პროდუქტს და ვერ იკლებს. რა თქმა უნდა ასეთ შემთხვევაშიც ვერ მოხდება წონის კლება. მაგრამ თუ პაციენტი ღებულობს სწორ დაბალანსებულ კვების რაციონს და მაინც ვერ ხდება წონის კლება, მაშინ უკვე სასურველია ნივთიერებათა ცვლის ძირეული გამოკვლევა. კერძოდ: ნახშირწყლოვანი და ლიპიდური (ცხიმების) ცვლის შემოწმება, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შემოწმება, სისხლში  ვიტამინების მიკრო-მაკრო ელემენტების დონის გადამოწმება, რადგან ხშირ შემთხვევაში სწორედ ჩამოთვლილ პუნქტებში გარკვეული დარღვევები არის მიზეზი წონაში ვერ დაკლების. გარდა ამისა, არსებობს ასევე ე.წ შენელებული მეტაბოლიზმი, რაც ასევე გავლენას ახდენს წონის შეჩერებაზე.

ექიმი ენდოკრინოლოგი თინათინ კაჭარავა
photo: courtesy of Tinatin Katcharava
ექიმი ენდოკრინოლოგი თინათინ კაჭარავა

- რა არის მეტაბოლიზმი და რა იწვევს მის შენელაბას?

- მეტაბოლიზმი არის ტერმინი, რომელიც გამოიყენება ყველა ქიმიური რეაქციის აღსაწერად და რომელიც მონაწილეობს უჯრედების და ორგანიზმის ცოცხალი მდგომარეობის შენარჩუნებაში. მეტაბოლიზმი შეიძლება დაიყოს ორ კატეგორიად: კატაბოლიზმი - მოლეკულების დაშლა ენერგიის მისაღებად და ანაბოლიზმი - უჯრედებისათვის საჭირო ყველა ნივთიერების სინთეზი. ჭარბი წონის, სიმსუქნის განვითარების და დიეტების დაბალი ეფექტურობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის სწორედ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის შენელება. სწორ დაბალანსებულ რაციონალურ კვებასთან და რეჟიმულ ფიზიკურ აქტივობასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია რომ ადამიანს სწორი, გამართული მეტაბოლიზმი ჰქონდეს.

- ახლა მოდით, გამოვყოთ ის ძირითდი მიზეზები, რომლებიც იწვევენ მეტაბოლიზმის შენელებას:

1. სტრესი: სტრესის დროს ორგანიზმი წვავს ნაკლებ კალორიას არასტრესულ მდგომარეობასთან შედარებით.

2. არარეგულარული კვების რეჟიმი: შეცდომაა დღეში 1 ჯერ ან 2 ჯერ კვება რადგან ამ დროს ორგანიზმი ინახავს კალორიებს და პირიქით არ ხდება მათი გახარჯვა, ამიტომ რეკომენდებულია დღეში მინიმუმ 3-4 ჯერ კვება, მცირე ულუფებით და მრავალფეროვანი საკვებით.

3. ორგანიზმში მინერალების დეფიციტი ( განსაკუთრებით რკინის და იოდის) ამ შემთხვევაშიც ხდება ნივთიერებათა ცვლის შენელება და იზრდება განსაკუთრებით ტკიბლეულის მიმართ მოთხოვნილება.  

4. ნიტრატებით გაჯერებული ხილი და ბოსტნეული.  უნდა ვეცადოთ საკვები იყოს მაქსიმალურად ეკოლოგიურად სუფთა, რათა თავიდან ავიცილოთ  ნიტრატების მიერ მიყენებული ზიანი ორგანიზმის მეტაბოლიზმზე.

5. ძილის ცირკადული რიტმის დარღვევა  დღის გვიან დაწყება პირდაპირპროპორციულად მოქმედებს ზედმეტი კილოგრამების დაგროვებაზე, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ძილი იყოს სრულფასოვანი დაახლოებით ღამის 11- 12 დან დილის 7-8 საათამდე.

6. წახემსებები კვებებს შორის: წახემსება ხილით ან იშვიათ შემთხვევაში რომელიმე ტკბილეულით ცალკე კვებად უნდა ჩავთვალოთ.

7. ჰორმონალური დისბალანსი:  ამ პრობლემის გამოსარიცხად წელიწადში მინიმუმ ერთხელ რეკომენდებულია ჰორმონალური სპექტრის შემოწმება. 

8. თვითნებური მკაცრი მონოდიეტები: ერთი სახეობის საკვების მიღება თვითნებურად პირიქით ანელებს მეტაბოლიზმს.

- როგორ უნდა შევინარჩუნოთ მიღებული შედეგი წონის კორექციის შემდეგ?

- ზოგადად სასურველია, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი ვაქციოთ ჩვენს ყოველდღიურობად. კოვიდ პანდემიის პირობებში, უკვე ადამიანების დიდი ნაწილი მიხვდა, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი. რაც შეეხება მიღებულ შედეგს - ამ შემთხვევაში წონის კორექციას, სასურველია ორგანიზმს მივეხმაროთ ზომიერი ფიზიკური აქტივობით. მაქსიმალურად ვეცადოთ კვება იყოს ისევ მრავალფეროვანი, დაბალანსებული, ჯერადი. სითხე მივიღოთ მინიმუმ 1,5 ლ დღეში. ყოველთვის უნდა აღინიშნოს რეკომენდაციების გაცემისას, რომ ჩვენ ვსაუბრობთ პრაქტიკულად ჯანმრთელ მოსახლეობაზე. ასევე სასურველია „კვებით დატვირთული“ დღეების შემდეგ მოვაწყოთ ე.წ „განტვირთვის“ დღეები, რაც გულისხმობს დღის განმავლობაში მაგ: 500 მლ კეფირის ან მაწონის მიღებას , მასთან ერთად 0,5 კგ ვაშლი და 0,5 კგ კიტრი, ასეთ დღეებში ისევე როგორც ყველა სხვა დღეს უნდა მივიღოთ წყალი საჭირო რაოდენობით. 

- ახალი წელი მოდის, რომელიც წარმოუდგენელია ქართული სუფრის გარეშე..შედეგად ბევრი  უჩივის  წონაში მატებას...

- სხვათა შორის პაციენტები ხშირად მეკითხებიან, როგორ  უნდა მოიქცნენ სუფრაზე, ყოველთვის ვურჩევ, რომ დააგემოვნონ ყველა შემოთავაზებული საკვები (დაგემოვნება გულისხმობს ერთი ორი ლუკმის გასინჯვას). დამერწმუნეთ, ესეც სრულიად საკმარისი იქნება დასანაყრებლად. ამით ჩვენს გემოვნების რეცეპტორებსაც ვასიამოვნებთ და ჩვენი ნერვული სისტემაც კმაყოფილი დაგვრჩება.  

 

0
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე