აეროპორტი

საქართველოში ნარკოტიკების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

46
(განახლებულია 17:45 06.11.2020)
მებაჟეებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი 137 გრამი მედიკამენტი აღმოიღეს – საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

თბილისი, 6 ნოემბერი - Sputnik. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა აკრძალული ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებული განცხადებაში.

ინციდენტი შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მებაჟე–ოფიცრებმა საფოსტო გზავნილის საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი 137 გრამი მედიკამენტი აღმოაჩინეს – 217 აბი და 10 ფირფიტა.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

46
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1206)
პარლამენტის წინ. დაცვის თანამშრომელი

პარლამენტთან აქტივისტებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა იყო: არიან დაკავებულები

13
აქციის მონაწილეები პოლიციის ქმედებებს უკანონოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ მათ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონის ფარგლებში არაფერი დაურღვევიათ.

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. ახალგაზრდული სამოქალაქო ორგანიზაციების საპროტესტო აქცია პარლამენტთან პოლიციასთან დაპირისპირებით და ორი ადამიანის დაკავებით დასრულდა.

აქციის მონაწილეებმა მათი თქმით გაყალბებული არჩევნების და ასევე ერთპარტიული პარლამენტის პროტესტის ნიშნად პარლამენტის წინ არსებულ ჯებირებზე საბჭოური სიმბოლიკის და სხვა წარწერების გაკეთება სცადეს. პოლიციამ აქტივისტებს ხელი შეუშალა, შემდეგ კი შეხლა-შემოხლა მოხდა.

ადგილზე მყოფი ჟურნალისტების წინასწარი მონაცემებით, დაკავებულია ორი ადამიანი, კიდევ სამი ჭყლეტვის შედეგად დაშავდა.

აქციის მონაწილეები პოლიციის ქმედებებს უკანონოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონის ფარგლებში მათ აქვთ უფლება გააკეთონ წარწერები დროებით ჯებირებზე.

13
თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს
საქართველოს გენერალური პროკურატურა

საქართველოში დაკავებული ძებნილის ექსტრადიციის საკითხზე იმსჯელებენ

28
(განახლებულია 13:11 28.11.2020)
დამნაშავე ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად, ლუქსემბურგის ტერიტორიაზე ძვირადღირებული ავტომანქანების ქურდობებში იღებდა მონაწილეობას.

თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს გენერალური პროკურატურა ლუქსემბურგში ექსტრადიციის მიზნით, ინტერპოლითა და ევროპოლით ძებნილი უკრაინის მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულს ბრალად ედება სერიული და ორგანიზებული ქურდობების ჩადენა, ასევე ფულის გათეთრება და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 48 წლის ბრალდებული დ.კ. 2019 წლის განმავლობაში, ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად, ლუქსემბურგის ტერიტორიაზე ძვირადღირებული ავტომანქანების ქურდობებში იღებდა მონაწილეობას, ხოლო შემდგომში დანაშაულებრივი გზით მიღებულ შემოსავალს სხვადასხვა გზით ათეთრებდა.

აღნიშნული დანაშაულებები 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დ.კ.-ს თანამონაწილეების ნაწილი ლუქსემბურგში პატიმრობაშია, ხოლო იგი ამ დროის განმავლობაში მიმალვაში იმყოფებოდა.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ლუქსემბურგის კომპეტენტურ ორგანოებს 40 დღიანი ვადა აქვთ, რათა საექსტრადიციო დოკუმენტები წარმოადგინონ. ამის შემდეგ საქართველოს გენერალური პროკურატურა ექსტრადიციის დასაშვებობის შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს. სასამართლოს მიერ ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში, ექსტრადიციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იუსტიციის მინისტრი მიიღებს.

შეგახსენებთ, 24 ნოემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პროკურატურასთან თანამშრომლობის შედეგად, ინტერპოლითა და ევროპოლით ძებნილი დააკავეს, რომელიც ევროპის ყველაზე სერიოზულ ძებნილთა სიაშია.

 

28
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1206)