ბავშვი

მესამე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვი დაცვის წევრმა გადაარჩინა: თვითმხილველის ვიდეო

139
(განახლებულია 20:37 05.11.2020)
ბიჭუნა შემთხვევით ჩაიკეტა მესამე სართულზე საპირფარეშოში და შეშინებულმა იქიდან გამოსვლა ფანჯრის გავლით სცადა.

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. საბავშვო ბაღის დაცვის თანამშრომელმა მესამე სართულიდან გადმომხტარი აღსაზრდელი ხელით დაიჭირა და სიკვდილს გადაარჩინა, იუწყება Daily Mail.

​გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ჩინეთის შანდუნის პროვინციაში მოხდა.

​როგორც ირკვევა, საპირფარეშოში შესულ ბიჭუნას კარი ჩაეკეტა და ვეღარ შეძლო მისი გაღება. მიუხედავად იმისა, რომ აღმზრდელები ამშვიდებდნენ, შეშინებულმა ბავშვმა ფანჯრიდან გადაწყვიტა ჩაკეტილი სივრციდან გასვლა. მან ყური არ უგდო პედაგოგების თხოვნას და მესამე სართულიდან გადახტა.

​საბედნიეროდ, შენობის ძირში დაცვის თანამშრომელი იდგა, რომელიც ასევე სთხოვდა ბავშვს, ჩასულიყო ფანჯრის რაფიდან და კარის გაღებას დალოდებოდა. მან ხელები შეაშველა გადმომხტარ ბიჭუნას და მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი ხელიდან გაუსრიალდა, ამით მაინც შეასუსტა ვარდნის სიჩქარე და დარტყმის ძალა.

ბიჭუნა სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მას შუბლის ძვლის უმნიშვნელო მოტეხილობა დაუდგინდა. ამ დროისათვის ბიჭის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და საავადმყოფოს რამდენიმე დღეში დატოვებს.

139
თემები:
მსოფლიო დღეს (2332)
პოლიციის ლენტი

ქუთაისის კლინიკიდან გაპარული პაციენტი გარდაცვლილი იპოვეს

70
ოჯახის ინფორმაციით, 76 წლის მამაკაცი ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან 27 ნოემბერს გაუჩინარდა. მან კლინიკა უკანა კარიდან დატოვა. ცხედარი პოლიციამ კლინიკის მახლობლად იპოვა.

 თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. ქუთაისში კლინიკიდან გაუჩინარებული 76 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება პირველი არხი.

ანზორ ლომჯარიას კლინიკა 28 ნოემბერს უნდა დაეტოვებინა, თუმცა ის ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან სამი დღის წინ გაიპარა. სავარაუდოდ, პაციენტი კლინიკის უკანა კარიდან გავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს სიმსივნური დაავადების ფონზე მეხსიერების პრობლემა ჰქონდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, პაციენტის ცხედარი სამართალდამცველებმა კლინიკასთან ახლოს ტყეში აღმოაჩინეს.

ამ დროისთვის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

70
თემები:
შემთხვევები საქართველოში
მიწისძვრის მაგნიტუდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

57
3,1 მაგნიტუდის მიწისძვრის ბიძგბის ეპიცენტრი ქალაქ დმანისიდან დასავლეთით 9 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში, თბილისიდან 64 კილომეტრში, 19:09 საათზე დმანისის მუნიციპალიტეტში 3.1 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა, იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დმანისიდან დასავლეთით 18 კილომეტრში, სოფელი მამიშლარიდან 7კმ კილომეტრში მდებარეობდა. მიწისძვრის ბიძგები 9 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

ინფორმაცია ნგრევისა და დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება.

57
თემები:
შემთხვევები საქართველოში
ახალი გზის მშენებლობა, რომელიც მაჭავარიანის ქუჩას გელოვანის გამზირთან დააკავშირებს

თბილისში, მაჭავარიანის ქუჩაზე მოძრაობა ერთი თვით ნაწილობრივ შეიზღუდება

0
მაგისტრალური წყალსადენის კვანძების მოწყობის სამუშაოები ვაკე-საბურთალოს რაიონში, „ვეფხისა და მოყმის" ძეგლთან ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობის ფარგლებში მიმდინარეობს

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. თბილისში, მაჭავარიანის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მოძრაობა 1-დან 30 დეკემბრამდე ნაწილობრივ შეიზღუდება, ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია „ბლექ სი გრუპი“ მაგისტრალური წყალსადენის კვანძების მოწყობის სამუშაოებს განახორციელებს.

„შეზღუდვა გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის („112“) შენობიდან ვაშლიჯვრის და უკუმიმართულებით, მაჭავარიანის ქ. N1 კორპუსიდან BP-ის ბენზინგასამართ სადგურამდე იმოქმედებს“, - აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

მაჭავარიანის ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, ავტომობილების გადაადგილების მიმართულება არ შეიცვლება, აცხადებენ უწყებაში.

სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში იწარმოებს.

თბილისის მერია ვაკე-საბურთალოს რაიონში, ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობას ახორციელებს.

პროექტის თანახმად, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის (112) ცენტრის მიმდებარე ტერიტორიიდან ჩამოსასვლელი გზა სუპერმარკეტ „აგროჰაბსა" და „მათე მოტორსის" ყოფილ შენობას შორის გაივლის და მარშალ გელოვანის გამზირს დაუკავშირდება. ბეტონის ახალი გზა ოთხზოლიანი იქნება.

მოეწყობა საყრდენი კედლები და წყალამრიდები, დამონტაჟდება გარე განათების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ქსელი.

საბურთალოს რაიონში ახალი გზის მშენებლობა მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო. პროექტის ღირებულება 15 მილიონი ლარია.

0
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში