სეისმოგრაფი

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

96
(განახლებულია 13:53 05.11.2020)
რამდენიმე საათით ადრე ერთი წუთის სხვაობით 3,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრები მოხდა ონისა და საჩხერის სიახლოვეს.

თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. ონიდან სამხრეთით, დაახლოებით 9 კილომეტრში 23:57 საათზე კიდევ ერთი, 3.5 მაგნიტურიდს მიწისძვრა მოხდა, იუწყება საქართველოს სეისმური მონიტორინგის ცენტრი.

რამდენიმე საათით ადრე ერთი წუთის ინტერვალით – 18:04 და 18:05 საათზე 3,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა ონიდან 10 კილომეტრში და საჩხერიდან 10 კილომეტრში. მიწისძვრის ეპიცენტრი 5 კილომეტრის სიღრმეში იყო.

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა>>

ცენტრის ინფორმაციით, მესამე მიწისძვრის ეპიცენტრი 12 კილომეტრ სიღრმეში იყო.

ცნობები ნგრევის ან დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება.

96
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1959)
სამაშველო ოპერაცია მდინარეზე

მცხეთაში ავტომობილი მტკვარში გადავარდა დაიღუპა სამი ახალგაზრდა ქალი

74
ავტომობილი მდინარეში 30 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა. მაშველებმა სამი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს – გავრცელებული ინფორმაციით, სამივე ახალგაზრდა ქალია.

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. მცხეთაში ავტოავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

უწყების ინფორმაციით, ავტომობილი 30 მეტრი სიმაღლიდან მტკვარში გადავარდა. სახანძრო–სამაშველო ძალების დახმარებით მდინარიდან სამი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სამივე ახალგაზრდა ქალია.

„რამდენიმესაათიანი უწყვეტი საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად მეხანძრე-მაშველებმა წყლის ფსკერზე, ავტომობილში მყოფი ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მოგვიანებით, მყვინთავებმა კიდევ ერთი ცხედარი აღმოაჩინეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, პროცესში ჩართული იყო 15 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ექვსკაციანი ჯგუფი. ასევე, მობილიზებული იყო გასაბერი ნავი, დრონი და სხვა ყველა აუცილებელი ტექნიკა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

74
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1959)
დიღმის მასივის მესამე კვარტალში საქართველოს ბანკის ექსპრეს-ფილიალი დააყაჩაღეს

შეიარაღებულმა მამაკაცმა დიღმის მასივში ბანკიდან თანხა გაიტაცა

78
(განახლებულია 17:56 27.11.2020)
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ–კრიმინალისტები არიან მობილიზებული. მომხდარზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. დიღმის მასივში, რობაქიძის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს–ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და თანხა გაიტაცა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.

თვითმხილველების განცხადებით, შეიარაღებულმა ნიღბიანმა მამაკაცმა მოლარე–ოპერატორს იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვა. მას შემდეგ, რაც მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მამაკაცმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლო.

გატაცებული თანხის ოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.

ამჟამად ადგილზე ექსპერტ–კრიმინალისტები არიან მობილიზებული.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც "ყაჩაღობას" გულისხმობს.

78
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1959)
ვალუტის გაცვლის პუნქტი

ლარის კურსი 28 ნოემბერს

0
(განახლებულია 08:44 28.11.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0027 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,3164 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0027 ლარით გაუფასურდა.

ლარის კურსი 28 ნოემბერს
ლარის კურსი 28 ნოემბერს
0
თემები:
ლარის კურსი დღეს