სეისმოგრაფი

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

184
(განახლებულია 13:09 05.11.2020)
გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 18:04, შემდეგ კი 18:05 საათზე მოხდა და 3.5 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.

თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა, იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.

გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 18:04, შემდეგ კი 18:05 საათზე მოხდა და 3.5 მაგნიტუდის სიდიდის იყო.

პირველი ბიძგები ონთან, სოფელ ხარისთვალთან დაფიქსირდა, მეორე – საჩხერესთან, სოფელ ბაჯიხევთან.

ინფორმაცია ნგრევისა და დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება.

184
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1960)
გაზქურა

აჭარისა და გურიის რეგიონებს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდათ

39
(განახლებულია 11:37 28.11.2020)
დაზიანების აღსადგენად ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურის ტექნიკური ჯგუფები მაქსიმალურად არიან მობილიზებული, აცხადებენ სამინისტროში

თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდათ აჭარისა და გურიის რეგიონებს, ინფორმაციას საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დაზიანება „ქუთაისი-სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 500 მმ განშტოებაზე მოხდა.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დაზიანების აღსადგენად ადგილზე მობილიზებულია ტექნიკური ჯგუფები და მიმდინარეობს გადაუდებელი სამუშაოები.

სამუშაოებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ახორციელებს.

 

39
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1960)
დაკავება

საქართველოში ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს - ვიდეო

41
(განახლებულია 10:20 28.11.2020)
დაკავებულმა თანამზრახველებთან ერთად შვეიცარიის ტერიტორიაზე 17 ძვირადღირებული ავტომობილი გაიტაცა და გაასაღა

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ლუქსემბურგის მიერ ინტერპოლის არხებით ძებნილი და ევროპის მასშტაბით განსაკუთრებული სტატუსით ძებნილთა სიაში მყოფი 48 წლის პირი დააკავეს, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.

დაკავებული უკრაინის მოქალაქეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა  ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით ჩაატარეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ დ. კ., თანამზრახველებთან ერთად, 2019 წლის სექტემბერ-დეკემბრის პერიოდში, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ტერიტორიაზე, 17 ძვირადღირებული ავტომობილი გაიტაცა. შემდეგ კი, დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის წევრებთან ერთად უკანონოდ დაუფლებული ქონების - ავტომობილების ლეგალიზება მოახდინა.

დაკავებულს ბრალი ედება ლუქსემბურგის სსკ-ის 51-ე, 322-ე, 324 - პრიმა 2, 461-ე, 467-ე და 5061-ე მუხლებით, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ქურდობას, კრიმინალური ორგანიზებული დაჯგუფების შექმნა/წევრობას და ფულის გათეთრებას გულისხმობს.

41
თემები:
კრიმინალი საქართველოში

საქართველო და ახალი შეზღუდვები: რას ფიქრობს საზოგადოება? - ვიდეო

0
დღეიდან საქართველოში ძალაში შედის შეზღუდვები. Sputnik-საქართველომ მოსახლეობა გამოკითხვა რეგულაციებთან დაკავშირებით, რომლებიც ხელისუფლებამ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო დააწესა

აღმოჩნდა, რომ ყველაზე დიდი უკმაყოფილება მოსახლეობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციონირების შეჩერებამ გამოიწვია.

თბილისელების თქმით, ბევრ მათგანს არ ექნება საშუალება ტაქსით გადაადგილებისათვის. გამოკითხულთა დიდ ნაწილს სჯერა, რომ მკაცრი შეზღუდვები შედეგიანი აღმოჩნდება და ეპიდსიტუაციის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

0