ტრაგედია მარნეულის რაიონში: მოკლეს დედა და მისი 22 წლის შვილი

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის ლენტა
პოლიციის ლენტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცხედრები ექსპერტიზაზე პროზექტურაში არიან გადასვენებული. გარდაცვლილთა ნათესავებს მკვლელობის მოტივზე საუბარი უჭირთ.

თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. მარნეულის სოფელ ახლოლალოში საშუალო ასაკის ქალი და მისი 22 წლის ვაჟი მოკლეს.

„პირველი არხის“ ინფორმაციით, გარდაცვლილებს სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული.

ისინი ექსპერტიზაზე პროზექტურაში არიან გადასვენებული. ამ წუთებში გარდაცვლილთა სახლთან ნათესავები იკრიბებიან. მათ მკვლელობის მოტივზე საუბარი უჭირთ.

როგორც „Sputnik–საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები, უწყება ამჟამად დეტალებს აზუსტებს.

ყველა ახალი ამბავი
0