მატარებელი

ხობში სამგზავრო მატარებელი 60 წლამდე ასაკის ქალს დაეჯახა

88
(განახლებულია 18:10 28.10.2020)
თვითმხილველების თქმით, ქალი ხიდზე გადადიოდა, მატარებლის მემანქანე ხმოვანი სიგნალის მეშვეობით შეეცადა ქალისთვის ენიშნებინა, რომ ლიანდაგიდან გადასულიყო, მაგრამ ქალმა სიგნალის ხმა ვერ გაიგო.

თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში სამგზავრო მატარებელი 60 წლამდე ასაკის ქალს დაეჯახა, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი.

შემთხვევა დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა.

თვითმხილველების თქმით, ქალი ხიდზე გადადიოდა, მატარებლის მემანქანე ხმოვანი სიგნალის მეშვეობით შეეცადა ქალისთვის ენიშნებინა, რომ ლიანდაგიდან გადასულიყო, მაგრამ ქალმა სიგნალის ხმა ვერ გაიგო.

შემთხვევის შედეგად ქალი მდინარე ხობისწყალში გადავარდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან ექსპერტ-კრიმინალისტები და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები – სამძებრო ღონისძიებები მდინარე ხობისწყალში მიმდინარეობს.

ნიკა ლატარია

 

88
თემები:
შემთხვევები საქართველოში (2190)
სასწრაფო თბილისის ქუჩებში

ავარია კრწანისის ქუჩაზე: როგორია დაშავებულების მდგომარეობა

5
კლინიკაში მოთავსებული ერთ-ერთი დაშავებული არასრულწლოვანია, მას მრავლობითი ტრავმები და მოტეხილობები აღენიშნება.

თბილისი, 13 ივნისი - Sputnik. კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიისას დაშავებულებიდან სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, განაცხადა კლინიკა New Hospitals-ის რეანიმატოლოგმა ალექსანდრე მხარგრძელმა.

ავარია კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსთან“ შაბათს ნაშუადღევს მოხდა. სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა, რამდენიმე მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა და კლინიკის ეზოში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო საავადმყოფოში მიყვანისას ერთ-ერთი დაშავებული გარდაიცვალა.

ექიმის თქმით, ამჟამად კლინიკაში მკურნალობას ოთხი პაციენტი გადის. ერთის ზოგადი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის.

„ორ პაციენტთან იგეგმება დღეს ოპერაციული ჩარევა, მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია. გრძელდება ინტენსიური მოვლა და მკურნალობა. პაციენტები არიან ზოგადი პოლიტრავმის დიაგნოზით შემოსული. მართვის სუნთქვაზე ამჟამად არც ერთი არ იმყოფება. ოთხივე მათგანი არის კონტაქტური. ჯერჯერობით საყურადღებო მდგომარეობაა“, – განაცხადა ალექსანდრე მხარგრძელმა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

5
მოძრაობა სანაპიროზე პიკის საათში

ავტოსაგზაო წესების ყველაზე გავრცელებული დარღვევების ტოპ-ხუთეული 2021 წელს

32
(განახლებულია 08:50 13.06.2021)
საქართველოში 2021 წლის პირველ თვეებში ავტოსაგზაო წესების ყველაზე ხშირი დარღვევა იყო სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტით.

თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. საქართველოში 2021 წლის პირველ სამ თვეში ავტოსაგზაო წესების დარღვევის გამო 671.234 ჯარიმა გამოიწერა, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ მასალებში.

ჯარიმები საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის 10-დან 300 ლარამდე მერყეობს.

გარდა ამისა, ქვეყანაში მოქმედებს ქულების სისტემა - მართვის მოწმობაზე დარიცხულია 100 ქულა, რომელიც დარღვევების შესაბამისად მცირდება. ლიმიტის ამოწურვისთანავე მძღოლს მართვის მოწმობა ჩამოერთმევა.

Sputnik-საქართველო გთავაზობთ ავტოსაგზაო წესების დარღვევის ტოპ-ხუთეულს

1. სიჩქარის გადაჭარბება

2020 წელს ყველაზე გავრცელებული დარღვევა იყო სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტით.

1 იანვრიდან 31 მარტამდე პერიოდში ამ დარღვევისთვის გამოიწერა სულ 210.920 ჯარიმა - 50 ლარი.

2. ავტოსატრანსპორტო საშუალების დაუდევარი მართვა

მეორე ადგილზეა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას.

ასეთი 104.735დარღვევა დაფიქსირდა და ამისათვის ჯარიმა 20 ლარს შეადგენს.

3. პარკირების წესების იგნორირება

მესამე ადგილზეა იგნორირება ნიშნების „გაჩერება აკრძალულია“ და „პარკირება აკრძალულია“, ასევე პარკირების წესების იგნორირება.

ასეთი დარღვევისთვის 2021 წლის პირველ კვარტალში გამოიწერა 128.570 ჯარიმა, რაც 10 ლარს შეადგენს.

4. ტექდათვალიერების არარსებობა

მეოთხე ადგილზეა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა/საექსპლუატაციოდ გადაცემა/საექსპლუატაციოდ დაშვება, რომელსაც დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება.

ასეთი დარღვევისთვის გამოიწერა 103.413 ჯარიმა, რაც 50 ლარს შეადგენს.

5. სატელეფონო საუბარი საჭესთან

ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა

ასეთი დარღვევისთვის გამოიწერა 18.635 ჯარიმა, რაც 30 ლარს შეადგენს.

ვიდეოჯარიმები და ქულები

დაუდევარი მართვისთვის და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის საქართველოში ჯარიმებს პოლიციის გარდა ვიდეოკამერებიც აფიქსირებენ.

საერთო ჯამში, 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 21,5 მილიონი ლარის ოდენობით 495.389 ვიდეოჯარიმა გამოიწერა. ამავდროულად, სამი თვის განმავლობაში მხოლოდ დედაქალაქის მძღოლები დაახლოებით 9,9 მილიონი ლარით დაჯარიმდნენ.

ამავდროულად, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის მართვის უფლებაზე დარიცხული ქულები 69.019 მძღოლმა დაკარგა. მართალია, სრულად ქულები ჯერჯერობით არავის ამოეწურა.

32