პროკურატურის შენობა

ზუგდიდში პოლიციელმა მოქალაქე სცემა: პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

47
(განახლებულია 13:24 28.10.2020)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოქალაქესა და პოლიციელს შორის, რომელიც იმ დროს არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, ავტომობილის შეკეთების თაობაზე ურთიერთშელაპარაკება დაიწყო, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პოლიციის თანამშრომლის მიერ მოქალაქის ცემის ფაქტს იძიებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიების ამ ეტაპზე პროკურატურამ დაადგინა, რომ 27 ოქტომბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოქალაქესა და პოლიციელს შორის, რომელიც იმ დროს არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, ავტომობილის შეკეთების თაობაზე ურთიერთშელაპარაკება დაიწყო, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

მოქალაქე დაზარალებულად ცნეს და მის დაზიანებებს ექსპერტები შეისწავლიან. პარალელურად მიმდინარეობს მოწმეების გამოკითხვა.

გამოძიება „ძალადობის“ მუხლით მიმდინარეობს.

47
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1970)
სასწრაფო დახმარება

საქართველოში ერთ საღამოს ქვეითთან შეჯახების ორი შემთხვევა მოხდა: არის მსხვერპლი

40
1 იანვრიდან 30 სექტემბრამდე ქვეითთან შეჯახების 802 შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 77 ადამიანი, დაშავდა გაცილებით მეტი - 776.

თბილისი, 1 დეკემბერია - Sputnik. აღმოსავლეთ საქართველოში ქვეითთან შეჯახების ერთბაშად ორი შემთხვევა მოხდა, დაიღუპა ერთი ადამიანი.

პირველი არხის მონაცემებით, რუსთავში Chevrolet-ის მარკის ავტომობილი ქვეითად მოსიარულე 60 წლამდე ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

შედარებით გაუმართლა მამაკაცს, რომელსაც ავტომობილი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მისსავე საცხოვრებელი სახლის წინ შეეჯახა. ის მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს.

ქვეითთან შეჯახება - საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა საქართველოში. 1 იანვრიდან 30 სექტემბრამდე პერიოდში 802 ასეთი შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 77 ადამიანი, დაშავდა გაცილებით მეტი - 776.

სულ ამ პერიოდში მოხდა 3 644 ავარია, რომელსაც მძიმე შედეგები მოჰყვა. ავარიებმა 337 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 5 ათასზე მეტი ადამიანი კი  დაშავდა.

საქართველოში ავტოავარიების ყველაზე ხშირი მიზეზია შემხვედრ ზოლზე გასვლა ან გასწრების წესების დარღვევა. მეორე ადგილზე სიჩქარის გადაჭარბებაა, მესამე ადგილზე - დისტანციის დარღვევა მოძრაობისას.

40
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1970)
სასწრაფო დახმარების ბრიგადა

სროლა კლდიაშვილის ქუჩაზე დაჭრილია ორი მამაკაცი

71
(განახლებულია 22:15 01.12.2020)
ერთ-ერთი დაჭრილი „ნიუ ჰოსპიტალში“, მეორე კი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. თბილისში, კლდიაშვილის ქუჩაზე 15 ნომერში ორი მამაკაცი სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, იუწყება პირველი არხი.

შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. ადგილზე ამ დროისთვის პოლიციაა მობილიზებული.

დაჭრილთაგან ერთი „ნიუ ჰოსპიტალში“, მეორე კი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. მომხდართან დაკავშირებთ ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.

გამოძება დაწყებულია სსკ-ის 118-ე და 236-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.

71
თემები:
კრიმინალი საქართველოში
სულისა და სხეულის ჰარმონია- ქალი ზღვის პირას

2021 წლის ჰოროსკოპი: სასწორი ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა

0
(განახლებულია 11:11 01.12.2020)
როგორი იქნება 2021 წელი სასწორებისთვის, რას მოუტანს ის ამ ნიშნით დაბადებულ ქალებსა და მამაკაცებს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში – გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს

ასტროლოგების აზრით, 2021 წელს ვითარება გაუმჯობესდება და წელი უფრო მშვიდი იქნება, ვიდრე 2020 ნაკიანი წელიწადი. და მაინც, ხარის წელიწადს მოდუნება არ ივარგებს, რადგან ამ წლის მფარველი კეთილგანწყობილია მათ მიმართ, ვისაც შრომა უყვარს და პასუხისმგებლობას არ გაურბის.

ასე რომ, სასწორის ნიშნით დაბადებულებს 2021 წელს ბევრში შრომა მოგიწევთ. მთავარია, თქვენი ენერგია და ძალა საჭირო მიმართულებით დახარჯოთ.

სასწორები საჭიროებენ განმარტოებას, რათა დაფიქრდნენ ამ ცხოვრებაზე და მშვიდ ვითარებაში შეადგინონ მოქმედებების გეგმა. მაგრამ 2021 წელს ასტროლოგები აქტიურ მოქმედებებს ურჩევენ მათ, წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარ სამყაროში დიდი ხნით ყოფნა და უმოქმედობა, შესაძლოა, არაერთი უსიამოვნების მიზზი გახდეს.

მამაკაცი სასწორი

სასწორ მამაკაცებს 2021 წელს დაგეხმარებათ სერიოზული საკითხების გადაწყვეტისადმი არასტანდარტული დამოკიდებულების უნარი. ამ წელს ხელს შეგიშლით დიდხანს ფიქრი, ასევე იმპულსურობა და ცვალებადობა. სირთულეებთან გამკლავებაში საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობის აღება დაგეხმარებათ. თუ ისწავლით უარყოფით ემოციებთან გამკლავებას და ამპარტავნებას მოთოკავთ, თეთრი ხარი თქვენთვის საიმედო მფარველი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ამ სამყაროში ჰარმონია და წონასწორობა შემოაქვთ>>

ფინანსები და სამუშაო: ასტროლოგები გირჩევენ, მოერიდოთ დაუსრულებელ საქმეებს, რომლებსაც ბევრი ძალა და ენერგია მიაქვს და ხელს გიშლით ახალი იდეების ხორცშესხმაში, რადგან საამისოდ დრო აღარ გყოფნით. ფინანსური მხარე პოზიტიური იქნება, თუ სამუშაოს არ შეუშინდებით და ვალებს მინიმუმამდე დაიყვანთ. მოერიდეთ საეჭვო გარიგებებს – გაქვთ იმის უნარი, რომ ადამიანების ზრახვები ამოიცნოთ.

სიყვარული და ურთიერთობები: სასწორებს ურთიერთობების ახლებურად აწყობა მოგიწევთ – კომპრომისული გადაწყვეტილებების მიღწევითა და იმის აღიარებით, რომ პარტნიორსაც აქვს ხმის უფლება. წარმატება პირად ცხოვრებაში ელოდება მათ, ვინც მზადაა ცვლილებებისთვის და რჩეულთან ერთად კეთილდღეობის გზაზე სიარულისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში ურთიერთობები შეიძლება დასრულდეს.

განწყობა და ჯანმრთელობა: 2021 წელს თქვენი განწყობაცა და ჯანმრთელობაც სათანადო დონეზე იქნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვა აღარ გჭრიდებათ. საშიშროება ემუქრება მათ, ვინც ძალიან ბევრს მუშაობს და გადაღლას ყურადღებას არ აქცევს. დროული დასვენება და ფიზიკური დატვირთვები სასარგებლოა როგორც ჯანმრთელობის, ისე კარგი განწყობის შესანარჩუნებლად.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ნებისმიერ ასაკში იოლად თხოვდებიან>>

ქალი სასწორი

ასტროლოგები გირჩევენ, „არას“ თქმა ისწავლოთ როგორც საკუთარი წამიერი სურვილების, ისე ტოქსიკური ადამიანებისთვის. ახალ წელს ვინც თავის სისუსტეებს აჰყვება, ფინანსური გაჭირვება ელოდება, ხოლო თუ ტოქსიკურ ადამიანებს დროულად არ შეაჩერებთ, უსიამოვნებების კასკადი გარდაუვალი გახდება. პრობლემებთან გამკლავებაში თავდაჯერებულობა დაგეხმარებათ.

ფინანსები და სამუშაო: ნუ ეცდებით, მთელი ოჯახის ბიუჯეტი თქვენ შეავსოთ. ამ შემთხვევაში ძლიერი გადაღლა და ძალების გამოფიტვა გელოდებათ, ასევე გახდებით გაღიზიანებული. წარმატება ერთბაშად არ მოვა, თუმცა, თუ დროულად დაისვენებთ და ამასთან, ისწავლით ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებას დაყოვნების გარეშე, წარმატებაც მალე გეწვევათ.

სიყვარული და ურთიერთობები: ურთიერთობებში ჰარმონიას ვერ მიაღწევთ, თუ ყველას გულის მოგებას შეეცდებით. მკაფიოდ უნდა გამოკვეთოთ თქვენი პოზიცია, რათა დროულად გაიყვანოთ თქვენი საურთიერთობო წრიდან ის ადამიანები, რომლებსაც თქვენთვის ბედნიერებისა და კეთილდღეობის მოტანა არ შეუძლია. ეს ეხება როგორც ახლობელ ადამიანებთან, ისე კოლეგებთან ურთიერთობებს.

ინდივიდუალური დიეტა ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>

განწყობა და ჯანმრთელობა: ხარის წელიწადში თქვენს განწყობასა და ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხეები არ ელოდება, მაგრამ პოზიტიური განწყობა უნდა შეინარჩუნოთ არა მხოლოდ მაშინ, როცა ყველაფერი კარგად მიდის, არამედ მაშინაც, როცა რთული დრო გიდგათ. ასევე ასტროლოგების რჩევაა, გადახედოთ კვების რაციონს და მასში რაც შეიძლება მეტი სასარგებლო პროდუქტი შეიტანოთ. ეს დაგეხმარებათ, რომ დატკბეთ აქტიური ცხოვრებით და თან ახალგაზრდული იერი შეინარჩუნოთ.

გაეცანით ასევე 2021 წლის ჰოროსკოპს ვერძებისკუროებისტყუპებისკირჩხიბების, ლომებისა და ქალწულებისთვის.

0