ინკასატორის დაყაჩაღება: ქობულეთში ძარცვის ფაქტი გახსნილია

© Sputnik / Alexander Imedashviliინკასატორების მიკროავტობუსი
ინკასატორების მიკროავტობუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა  ნაძარცვი თანხა, 55 000-მდე ლარი დაკავებულის სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

თბილისი, 24 ოქტომბერი - Sputnik. ქობულეთში მომხდარი, ინკასატორის გაძარცვის ფაქტი გახსნილია, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ძარცვის ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული გ.მ. სამართალდამცველებმა ქობულეთში დააკავეს.

როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებული მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ ქობულეთში, „საქართველოს ბანკის" სერვისცენტრის მიმდებარედ, თავს დაესხა შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯიას" ინკასატორს, რომელსაც ამავე კომპანიის კუთვნილი ფული - 55 000-მდე ლარი ძალის გამოყენებით გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა  ნაძარცვი თანხა დაკავებულის სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

ქობულეთში ინკასატორი დააყაჩაღეს >>

ძარცვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0