ზუგდიდში ავტოგასამართი სადგურის ყაჩაღობის ფაქტზე 22 და 23 წლის მამაკაცები დააკავეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზუგდიდის სოფელ ინგირში, ავტოგასამართ სადგურზე ყაჩაღობის ფაქტზე ბრალდებულები პოლიციამ დანაშაულის ჩადენიდან მალევე, თბილისში დააკავა. გუშინ ორმა პირმა ავტოგასამართი სადგურიდან გარკვეული ოდენობის თანხა და ავტომობილი გაიტაცა.

თბილისი, 24 ოქტომბერი - Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნილია - პოლიციამ 22 და 23 წლის მამააკცები თბილისში დააკავა, ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ პარასკევს სოფელ ინგირში ბრალდებულები თავს დაესხნენ ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს, ფიზიკური ძალადობითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით გაიტაცეს გარკვეული ოდენობის თანხა და ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიციამ გატაცებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ავტომობილი სამართალდამცველებმა სოფელ უჩაშონაში იპოვეს და სპეციალურ სადგომზე გადაიყვანეს.

ჯგუფური ყაჩაღობის გარდა, დაკავებულებს ასევე ცეცხსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება ედებათ ბრალად.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0