ხანძარი ტყეში

სვანეთში, სოფელ ლატალთან ტყეში ხანძარია

63
(განახლებულია 21:08 23.10.2020)
საჭიროების შემთხვევაში, ცეცხლის ქრობის პროცესში  სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთვება. ასევე, ადგილზე მყოფ მეხანძრეებს  გვიან ღამით 100-კაციანი ჯგუფი შეუერთდება

თბილისი, 23 ოქტომბერი - Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალთან ტყეში ხანძარი გაჩნდა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გავრცელებული ინფორმაციით, კერები რამდენიმე დღის წინ ლიკვიდირებული ხანძრიდან მოშორებით, მთის მეორე ფერდზეა – ცეცხლი ტყის ქვედა საფარს, ეკალბარდს და ბუჩქნარს უკიდია. 

 ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია 50 მეხანძრე-მაშველი ინდივიდუალური აღჭურვილობით და ცეცხლის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ასევე, დამატებითი ძალების მობილიზება ხდება თბილისიდან, იმერეთიდან და სამეგრელოდან. კერძოდ, ხანძრის ქრობის სამუშაოებში, ადგილზე მყოფ მეხანძრეებს  გვიან ღამით 100-კაციანი ჯგუფი შეუერთდება.

უწყების ცნობით, მზადყოფნაშია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩაერთვება.

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალთან ხანძარი 17ოქტომბერსაც გაჩნდა. ხანძრის სრულად ლიკვიდირება ოთხდღიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად მოხერხდა.  დაიწვა ტყის ქვედა საფარი, ბუჩქნარი, ეკალბარდი და ფოთლები.

63
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1952)
პოლიციის ლენტი

დიღომში შუახნის ქალის ცხედარი იპოვეს

46
შუა ხნის ქალის ცხედარი ბელიაშვილის სკვერში იპოვეს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, გარდაცვლილი სოციალურად დაუცველი და უსახლკარო იყო.

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერში სოციალურად დაუცველი უსახლკარო ქალის ცხედარი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.

გავრცელებული ინფორმაციით, უსახლკარო სიცივისგან გაიყინა. გარდაცვლილი სკვერში რამდენიმე საათის განმავლობაში ესვენა, სანამ ადგილზე მისული პოლიცია მის ვინაობას დაადგენდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

46
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1952)
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო

ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

36
(განახლებულია 17:18 24.11.2020)
აჭარის მასშტაბით პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ეს მედიკოსთა კორონავირუსით გარდაცვალების მეექვსე შემთხვევაა.

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი 55 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა, იუწყება „პირველი არხი“.

55 წლის მამაკაცს ინფექცია 19 ნოემბერს დაუდასტურდა, ხოლო 20 ნოემბერს ის კლინიკაში მოათავსეს.

კლინიკის მენეჯერის გია კიკაბიძის განცხადებით, ექიმს თანხმლები დაავადებები აღენიშნებოდა.

„ის ინფიცირებულებთან არ მუშაობდა, იყო თერაპიული განყოფილების გამგე. ჰქონდა გულის თანხმლები დაავადებები, ასევე შაქრიანი დიაბეტი. რამდენიმე დღეში მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და, სამწუხაროდ, გადარჩენა ვერ მოხერხდა. მინდა მივუსამძიმრო ოჯახსა და ყველა ჩვენს კოლეგას“, – განაცხადა გია კიკაბიძემ.

ეს აჭარაში მედიკოსის გარდაცვალების უკვე მეექვსე შემთხვევაა.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 18 ნოემბერს ასევე გარდაიცვალა 62 წლის ექიმი. მას ფილტვის არტერიის სტენოზი აღენიშნებოდა.

დღევანდელი მდგომარეობით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 206 პაციენტი მკურნალობს. აქედან 45 კოვიდ-ინფიცირებული რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, ხოლო ცხრა კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე რჩება.

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 10 პაციენტი გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. პიკი ნოემბრის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი. ყოველდღიურად დაახლოებით 3–4 ათასი ინფიცირების შემთხვევა ფიქსირდება.

პანდემიის დაწყებიდან ინფიცირების შემთხვევებმა 111 ათასს გადააჭარბა. გარდაიცვალა 1051 ადამიანი.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

36
თემები:
COVID-19 საქართველოში
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 25 ნოემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 10:26 23.11.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

  • 25 ნოემბერი, ოთხშაბათი. ამ დღეს მერკური მართავს. მზარდი მთვარე ვერძის ნიშანშია.

ვერძის დღეებში საჭიროა აქტიურობა, ორიგინალურად და მტკიცედ მოქმედება, მაგრამ ასევე დიპლომატია. თავი უნდა აარიდოთ აჩქარებას, იმპულსურობას, აუცილებელია მოთმინების გამოჩენა. არ ივარგებს სამუშაოზე ზუსტი გათვლების ჩატარება და ანგარიშების შედგენა, გრძელვადიანი საქმეების წამოწყება.

როდესაც მთვარე ვერძის ნიშანშია, იზრდება ინტერესი საწინააღმდეგო სქესის მიმართ. მამაკაცები მზად არიან, თავიანთი ვაჟკაცობა დაამტკიცონ, ხოლო ქალები ნამდვილი ამორძალები ხდებიან. კარგი დროა სიყვარულში გამოტყდომისთვის.

მთვარე ვერძში ხელს უწყობს აქტიურ, სწრაფ ნაცნობობას. ამ დღეს დაწყებული სასიყვარულო რომანი მგზნებარე და ცეცხლოვანი იქნება, მაგრამ, სავარაუდოდ, ხანმოკლე.

რეკომენდებულია ნებისმიერი საქმისთვის გეგმაზომიერი მომზადება, საქმიანობაში მტკიცედ მოქმედება, მცირე ფინანსური საქმეებით დაკავება, ჩანაფიქრის განხორციელება, კონტრაქტების დადება, დაწყებულის დასრულება, სულიერი ასპექტისთვის ყურადღების დათმობა.

არარეკომენდებულია ყურადღების მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე გამახვილება.
ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ვერძის დღეებში სასურველია, თმის შეჭრისა და შეღებვისგან თავი შეიკავოთ. ნებისმიერი ქიმიური საშუალებები ამ დღეს უარყოფითად მოქმედებს თმის ხარისხზე, თავის კანზე.

მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: ვერძის დღეებში შეიძლება მოსავლის აღება, მარცვლოვანი, ნაყოფიანი კულტურებისა და ბოსტნეულისთვის სასუქის მიცემა, გასხვლა, შეწამვლა დაავადებებისა და მავნებლებისგან დასაცავად, სარეველისგან გაწმენდა.

0