ავჭალაში მამაკაცი ავტომობილში ჩაცხრილეს

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტა
პოლიციის ლენტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილობრივი მცხოვრებლების ცნობით, მამაკაცს, რომელიც „კიას“ მარკის ავტომობილში იჯდა, ხუთჯერ ან ექვსჯერ ესროლეს. დანაშაულის ჩამდენმა პირმა გაქცევა მოასწრო.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. მკვლელობა მოხდა თბილისის გარეუბანში. ქართული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ავჭალაში შუახნის მამაკაცი ავტომანქანაში ჩაცხრილეს.

ავჭალაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

შემთხვევა სარაჯიშვილის ქუჩაზე, 69 ნომერთან დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა.

თვითმხილველთა ცნობით, მამაკაცს რომელიც „კიას“ მარკის ავტომობილში იჯდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან 5-6-ჯერ ესროლეს, ხოლო დანაშაულში ეჭვმიტანილმა პირმა გაქცევა მოასწრო. 

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით არის დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა–ტარებას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0