სეისმოგრაფი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

120
(განახლებულია 20:39 16.10.2020)
მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი თეთრიწყაროსთან იყო, ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში 3,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.

მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 19:20 საათზე თბილისიდან დაახლოებით 23 კილომეტრში, თეთრიწყაროს სამხრეთ-დასავლეთით დაფიქსირდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ სამშვილდესთან 18 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.

ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.

120
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1858)
სახანძრო მანქანა

ხანძარს სვანეთში უკვე მესამე დღეა ებრძვიან

22
(განახლებულია 21:06 20.10.2020)
ამჟამად მესტიის რაიონის სოფელ ლატალთან იწვის ტყის ქვედა საფარი – ბუჩქები, ფოთოლი, რაც დაკვამლიანებას იწვევს.

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. მაშველები უკვე მესამე დღეა სვანეთში, მესტიის რაიონის სოფელ ლატალთან ტყეში გაჩენილ ხანძარს აქრობენ, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

მესტიის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია>>

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, ვითარება კონტროლს ექვემდებარება, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

ამ დროისთვის ცეცხლი უკიდია ტყის ქვედა საფარს – ბუჩქნარს, ეკალბარდსა და ფოთლებს, რაც დაკვამლიანებას იწვევს.

„წვიმის გამო გრუნტიან გზაზე მძიმე ავტოტექნიკის გადაადგილება შეუძლებელია, ამიტომ დილიდან 125-მა მეხანძრე-მაშველმა ინდივიდუალური აღჭურვილობით განაახლა ქრობის სამუშაოები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ხანძრის შესახებ შეტყობინება „112“-ში 18 ოქტომბერს შევიდა. ადგილზე თავდაპირველად სამი სახანძრო–სამაშველო რაზმი გაემგზავრა. გვიან ღამით მათ დასახმარებლად გაემგზავრნენ ბრიგადები თბილისიდან და იმერეთიდან.

ჯერჯერობით უცნობია, რა ფართობის ტყე დაზიანდა ცეცხლის გამო.

22
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1858)
მოსამართლის ჩაქუჩი

დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლით პატიმრობა მიესაჯა

33
(განახლებულია 21:00 20.10.2020)
დოდო გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და მისი შვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი ნაფიცმა მსაჯულებმა გამოიტანეს.

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. დოდო გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დოდო გუგეშაშვილის ვაჟის მკვლელობა: დასახელდა შესაძლო მიზეზი>>

დოდო გუგეშაშვილი შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი, აფხაზეთის ომის ვეტერანი და ყოფილი შეიარაღებული სამხედრო ფორმირება „მხედრიონის" ერთ-ერთი ლიდერია.

საქმე ეხება 2018 წლის 7 თებერვალს დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე საცხოვრებელ სახლში განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმას, რა დროსაც ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, დამიზნებით რამდენჯერმე გაისროლა ჯერ დედის, ხოლო შემდეგ შვილის მიმართულებით და მათ სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. დაზიანებების შედეგად გრიგოლ გუგეშაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დოდო გუგეშაშვილს გადაუდებელი სამედიცინო ღონისძიებების შედეგად შეუნარჩუნდა სიცოცხლე.

დოდო გუგეშაშვილის დაჭრასა და მისი შვილის მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა ზაზა მურჯიკნელი მიმდინარე წლის 24 იანვარს დააკავეს. მაშინ ბრალდებული ირწმუნებოდა, რომ მას ამ დანაშაულთან არანაირი შეხება არ ჰქონდა. პროკურორის ინფორმაციით კი, საქმეში იყო რამდენიმე მტკიცებულება, რაც ამტკიცებდა ბრალდებულის მიერ ჩადენილ დანაშაულს, მათ შორის მოკლულის დედის დოდო გუგეშაშვილის მიერ ამოცნობის ოქმი.

ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი ერთხმად, სათათბიროდ გასვლიდან ორ საათში მიიღეს და ზაზა მურჯიკნელი დამნაშავედ ცნეს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, ორი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობაში და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებაში.

„ნაფიც მსაჯულთა გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა და მას სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – წერია სასამართლოს ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

33
თემები:
კრიმინალი საქართველოში

ლარის კურსი 21 ოქტომბერს

0
(განახლებულია 07:57 21.10.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0105 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,2222 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0105 ლარით გაუფასურდა. 

ლარის კურსი 21 ოქტომბერს



0