საწოლი

აჭარის ერთ-ერთ კოვიდ–სასტუმროში 41 წლის ქალი გარდაიცვალა

135
(განახლებულია 21:06 15.10.2020)
ინფორმაცია ქალის გარდაცვალების თაობაზე ბათუში მყოფმა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ დაადასტურა.

თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმში მდებარე ერთ-ერთ კოვიდ–სასტუმროში კორონავირუსით ინფიცირებული 41 წლის ქალი გარდაიცვალა, იუწყება „პირველი არხი“.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მას კორონავირუსი 10 ოქტომბერს დაუდასტურდა.

„ეს იყო უეცარი სიკვდილი. გუშინ, ღამით მას ესაუბრნენ ოჯახის წევრები, ექიმები. სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა თრომბულ გართულებას“, – განაცხადა ბათუმში მყოფმა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დღეღამური მაჩვენებელი იზრდება. ბოლო 24 საათში ახალი ანტირეკორდი დაფიქსირდა – 919 ინფიცირებული. გუშინ ეს მაჩვენებელი 680 იყო.

15 ოქტომბრის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 14440-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 7367 ადამიანი, გარდაიცვალა – 113, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5792, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1042 ადამიანი იმყოფება. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

135
თემები:
COVID-19 საქართველოში (2224)
კლინიკა

საქართველოში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა

54
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1731-ით გაიზარდა. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 14829 ადამიანი

თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა და მათი საერთო რაოდენობა 253-მდე გაიზარდა. შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1731-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 33858-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 14829 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 3507, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4022 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2344 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

54
თემები:
COVID-19 საქართველოში (2224)
არ გადაკვეთო დანაშაულის ადგილი!

კარტოზიას ქუჩაზე მეზობლებმა იჩხუბეს დაჭრილია ერთი პირი

41
(განახლებულია 14:03 28.10.2020)
ამ დროისათვის ინციდენტში მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებულია, უცნობია თუ რა გახდა კონფლიქტის მიზეზი.

თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. კარტოზიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეზობლებს შორის დაპირისპირება მოხდა, დაჭრილია ერთი ადამიანი, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

ინციდენტი საბურთალოს რაიონში გუშინ, ღამით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მეზობლებს შორის დაწყებული კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა – ერთ-ერთ პირს ცივი იარაღით მსუბუქი დაზიანება მხარის არეში აქვს მიყენებული.

მომხდარი დაპირისპირება სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირა. ინციდენტში მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებულია. კონფლიქტის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

41
თემები:
შემთხვევები საქართველოში
ნათია მეზვრიშვილი

მეზვრიშვილი: წერტილოვანი შეზღუდვების შემოღება წესების დაცვაზეა დამოკიდებული

0
(განახლებულია 14:09 28.10.2020)
ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მიუხედავად ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის ტენდენციისა, პროცესი სრულად მართვადია

 

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. რაც უფრო მაღალი იქნება  რეგულაციების დაცვის ხარისხი, მით უფრო ნაკლები იქნება წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების საჭიროება, განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე. 

მეზვრიშვილის განმარტებით, ქვეყანაში დღეს შექმნილი ეპიდვითარების პირობებში მხოლოდ წერტილოვანი, ლოკალური შეზღუდვები განხორციელდება. მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა ელემენტარული წესების დაცვისკენ, როგორიცაა პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.

„ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ წერტილოვანი შეზღუდვების გზით სიარულს. დღევანდელი საბჭოს გადაწყვეტილებით ახალი შეზღუდვები არ დაწესებულა, თუმცა, წერტილოვანი შეზღუდვების შემდგომი დაწესება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დავიცავთ წესებს“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მეზვრიშვილის განმარტებით, მიუხედავად  ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის ტენდენციისა, პროცესი სრულად მართვადია.

„ფრთხილი ოპტიმიზმით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სტაბილურად იზრდება. დღეს 2 ათასს გადააჭარბა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ, რაც პოზიტიური ტენდენციაა. პროცესის მართვა გრძელდება მართვისა და ადაპტაციის პროცესში“ - განაცხადა მეზვრიშვილმა.  

სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ. ბოლო დღეებში ყოველდღიურმა მაჩვენებელმა თითქმის 2000-ს მიაღწია.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში წერტილოვანი შეზღუდვები მოქმედებს ცალკეულ დასახლებულ პუნქტებში, სადაც სიტუაცია ყველაზე მეტად საგანგაშოა. თბილისში, ქუთაისსა და მცხეთაში რესტორნები მუშაობის შეზღუდულ რეჟიმზე გადავიდნენ, მათ სტუმრების მომსახურება მხოლოდ ღამის 10 საათამდე შეუძლიათ. მანამდე ანალოგიური შეზღუდვა ამოქმედდა ბათუმში, რომელიც „წითელი ზონის“ სტატუსს ამ დრომდე ინარჩუნებს.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1731-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 33858-ს მიაღწია. 15 პაციენტი გარდაიცვალა. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 14829 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 3507, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4022 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2344 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში (2224)