ხანძრის ჩაქრობა ვერტმფრენის საშუალებით

არხოტში ტყე იწვის ქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთო

63
(განახლებულია 11:20 16.10.2020)
ამ დროისათვის ხანძრის ქრობა ინდივიდუალური საშუალებებით მიმდინარეობს. ხანძრის ქრობის პროცესს რთულ რელიეფთან ერთად ქარიც აძნელებს.

თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. ხევსურეთში, არხოტის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში მეხანძრე-მაშველთა რამდენიმე ეკიპაჟთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ცეცხლი ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარს უკიდია. ქრობის პროცესში აქტიურად არიან ჩართული საგანგებო სიტუაციების მცხეთა-მთიანეთის განყოფილების თანამშრომლები. ასევე თბილისიდან მობილიზებულია მეხანძრე-მაშველებისა და სასაზღვრო პოლიციის ჯგუფები.

ცეცხლის კერა სოფელ ამღადან დაახლოებით 15 კილომეტრში, ტექნიკისთვის მიუვალ ადგილზეა, შესაბამისად, სახანძრო ავტოტექნიკის გამოყენება შეუძლებელია.

ამ დროისათვის ხანძრის ქრობა ინდივიდუალური საშუალებებით მიმდინარეობს. ხანძრის ქრობის პროცესს რთულ რელიეფთან ერთად ქარიც აძნელებს.

63
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1886)
კლინიკა

საქართველოში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა

54
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1731-ით გაიზარდა. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 14829 ადამიანი

თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა და მათი საერთო რაოდენობა 253-მდე გაიზარდა. შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1731-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 33858-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 14829 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 3507, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4022 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2344 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

54
თემები:
COVID-19 საქართველოში
არ გადაკვეთო დანაშაულის ადგილი!

კარტოზიას ქუჩაზე მეზობლებმა იჩხუბეს დაჭრილია ერთი პირი

42
(განახლებულია 14:03 28.10.2020)
ამ დროისათვის ინციდენტში მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებულია, უცნობია თუ რა გახდა კონფლიქტის მიზეზი.

თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. კარტოზიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეზობლებს შორის დაპირისპირება მოხდა, დაჭრილია ერთი ადამიანი, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

ინციდენტი საბურთალოს რაიონში გუშინ, ღამით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მეზობლებს შორის დაწყებული კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა – ერთ-ერთ პირს ცივი იარაღით მსუბუქი დაზიანება მხარის არეში აქვს მიყენებული.

მომხდარი დაპირისპირება სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირა. ინციდენტში მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებულია. კონფლიქტის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

42
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1886)
თამო ვაშალომიძე

„მეშინია, ვიცი რაც არის...“ - რა მოხდა თამო ვაშალომიძის ცხოვრებაში?

0
(განახლებულია 14:05 28.10.2020)
ფოტომოდელმა ფეხმძიმობის პერიოდს ვრცელი პოსტი მიუძღვნა. რის ეშინია და რა სირთულე გადახდა თავს საქმროსთან ურთიერთობისას?

პოპულარულმა ბლოგერმა და ფოტომოდელმა საკუთარ გვერდზე თაყვანისმცემლებს გულახდილი პოსტით გამოეხმაურა. თამო ვაშალომიძე მშობიარობისთვის ემზადება. მას სულ რამდენიმე დღეში ვაჟი შეეძინება. ეს მეორე შვილია, რომელიც მას მეორე პარტნიორისგან ეყოლება. წყვილი ამჟამად ერთად ცხოვრობს, ბევრმა სირთულემ კი მათი ურთიერთობა უფრო გაამყარა.

View this post on Instagram

🖤

A post shared by Tamo Vashalomidze (@tamovashalomidze) on

თაყვანისმცემლებმა შეამჩნიეს, რომ მის გვერდზე ეროტიკული ხასიათის სურათებმა იკლო, ხოლო ოჯახურმა იდილიამ იმატა. თამო ვაშალომიძის ახალი პარტნიორი აკა სამხარაძეა. ის ბიზნესმენია, რომელიც სამედიცინო სფეროში საქმიანობს. ფოტომოდელის განცხადებით, ისინი ერთ წელზე მეტია რაც ერთმანეთს ხვდებიან. ეს ერთი ნახვით შეყვარებას ჰგავს. ფოტომოდელის განმარტებით, ბიზნესმენი მას საჩუქრებითა და ულევი ყურადღებით ანებივრებს, რის გამოც მათი ურთიერთობა უფრო და უფრო საინტერესოა. როგორც ჩანს, პატარა სოფია მამინაცვალს გულგრილს არ ტოვებს. თამოს სოციალური ქსელებიდან ირკვევა, რომ მამინაცვალი და თამოს ქალიშვილი ერთად დროს ხშირად ატარებენ.

„ესეც მეცხრე თვე. დღეები მაშორებს, რომ ჩემ ბიჭს შევხვდე. ეს ორსულობა ცოტა რთული იყო, ვიდრე სოფიაზე ვიყავი. ორსულობას თან ტოქსიკოზი და ბევრი სხვა სირთულე ახლდა, მაგრამ ვეცადე ცხოვრების რიტმი არ შემეცვალა. ჯერ-ჯერობით წონაც კარგად შევინარჩუნე, 10 კილოგრამი მოვიმატე, სტრიები არ მაქვს და მშობიარობის მეშინია“, - წერს თამო „ინსტაგრამის“ „სთორიზე“.

View this post on Instagram

♥️

A post shared by Tamo Vashalomidze (@tamovashalomidze) on

როგორ ჩანს, მიუხედავად გამოცდილებისა, მშობიარობის პროცესი მისთვის ემოციურად ძალიან რთულად გადასატანია. „ვიცი რაც არის და მშობიარობას ისევ გაუტკივარების გარეშე  ვაპირებ, რადგან სოფია 20 წუთში გავაჩინე, ვიმედოვნებ, ახლაც არ ვიწვალებ“,- ასე გულახდილად გამოუტყდა „ფოლოვერებს“. სკანდალური ფოტოსესიები, თოქ-შოუებში ინტიმურ თემებზე ხმამაღლა საუბარი, გამომწვევი ჩაცმულობა და ინტრიგებით აღსავსე პირადი ცხოვრება – ეს თამო ვაშალომიძის პოპულარობის გზა და მეთოდებია, რომელიც დროებითმა პაუზამ და ვაჟზე ფეხმძიმობამ ჩაანაცვლა.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება